დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 14, 2015

„ფორდ ამატოია“ - ხანძართან მებრძოლი ოთხბორბლიანი რაინდი

First line of defense: AMATOYA fire reconnaissance vehicle concept
14 მაისი
ეს უცნაური ავტომობილი ავსტრალიელ სტუდენტ დიზაინერ ლაიამ ფერგიუსონის ნამუშევარია. რატომ აქვს „ფორდს“ ემბლემა? იმიტომ, რომ ცისფერი ოვალი საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი ავტომობილების ბაზრის 60 პროცენტს აკონტროლებს. და რა შუაშია საგანგებო სიტუაციები? რაც „ამატოიას“ მხრებზე აქვს, „გეტლინგის“ ტყვიამფრქვევი სულაც არაა. ეს ორი ლულა წყალმტყორცნია.

საქმე ისაა, რომ ფერგუსონმა „ფორდ ამატოია“ ხანძართან საბრძოლველად შეიმუშავა. მისი მსგავსი მოქმედი მეხანძრე ავტომობილებისგან განსხვავებით, ამ ავტომობილს სულ ორი ადამიანი ემსახურება და მიუდგომელ ადგილებში (მთაზე შეფენილ ტყეებში, კლდოვან და ხევიან ადგილებში), 580 გალონი (2192 ლიტრი) წყლის ტრანსპორტირება შეუძლია.
გარდა ამისა, სრულ ამძრავიან „ამატოიას“ დაშავებულთა ევაკუაციაც შეუძლია - ავზის დაცლის შემდეგ, მათთვის ადგილი გამოთავისუფლდება. ავტომობილი ბაგის ტიპის შასის ეფუძნება და მაღალი სვლის მქონე საკიდარის გარდა იმითაც გამოირჩევა, რომ ბოლომდე დაშვებული საბურავებითაც შეასრულებს მისიას. და რა თქმა უნდა, თბოიზოლირებულია - ამაში სამხედრო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო-კერამიკული გარსით დაიფარება.
რაც შეეხება „მხერბზე“ დამაგრებულ წყალმტყორცნებს, მათი მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი, რათა მეხანძრეებს ნაკლები შეხება ჰქონდეთ ძლიერი ხანძრის კერასთან. წყლის ავზი ავტომობილის ძირზეა განლაგებული, რაც გაუვალ ადგილებში მის სტაბილურ გადაადგილებას უზრუნველყოფს. „ამატოია“ ასევე აღჭურვილია თერმული კამერით, რომელსაც ყველაზე მხურვალე ადგილების დაფიქსირება შეუძლია, რის შემდეგაც, მეხანძრე წყლის ჭავლს ამ ადგილისკენ მიმართავს.
ლაიამ ფერგიუსონს „ფორდ ამატოიას“ შემუშავების იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც 2009 წელს, შტატ ვიქტორიაში ძლიერმა ხანძარმა მონაშის უნვერსიტეტი (სადაც ფერგიუსონი სწავლობდა) ძლიერ დააზარალა და რაც მთავარია, 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით კი უსახლ-კაროდ დატოვა.

No comments:

Post a Comment