Motor racing-Formula One an option for Audi, says
CEO
14 მაისი
ესპანეთის დიდი პრიზის დღეებში გავრცელდა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რედ ბული“ და „აუდი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რა
თქმა უნდა, განხილვის საკითხი, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, გერმანული კომპანიის მონაწილეობის
შესაძლებლობას ეხება. ავსტრიულ კომპანიას სურს, რომ „რენოს“ ნაცვლად, ძრავები „აუდიმ“
მიაწოდოს. პარალელურად, ფრანგლ კომპანიას „ტორო როსოს“ გადასცემს.
მაგრამ მთავარი ისაა, დათანხმდება თუ არა „აუდი“
შეთავაზებას. ადრე, როგორც კი მსგავსი ინფორმაცია გავრცელდებოდა, „აუდი“ მაშინვე უარყოფით
პასუხობდა. მაგრამ ამჯერად, ინგოლშტადტელთა მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა რუპერტ
შტადლერმა ორაზროვნად განაცხადა, რომ მისი კომპანიის მოტორ სპორტულ აქტივობებში, ფორმულა
1 ერთ-ერთი ვარიანტია.
„ჩვენ მოტორსპორტში არაერთი წარმატებული პროექტი
უკვე განვახორციელეთ. რაც შეეხება ფ1-ს, ეს „აუდისთვის“ ერთ-ერთი ვარიანტია.
ოღონდ, არა უშუალოდ ახლა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ის საკითხია, რომელიც
განიხილება“, - ამბობს შტადლერი.
მთავარი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ფ1-ში „აუდის“
მოსვლა დააჩქაროს, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში უკვე მოხდა - სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარის პოსტი ფერდინანდ პიხმა დატოვა. უფრო სწორედ, დაატოვებინეს. ჯგუფის
ხელმძღვანელობაში „გადატრიალებას“ „ფოლკსვაგენის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ
ვინტერკორნმა უხელმძღვანელა. პიხი დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალია, მან კი პირველ
რიგში, სარბოლო ავტომობილების შექმნით გაითქვა სახელი. მაგრამ ფ1-ში „ფოლკსვაგენის“
ჯგუფის რომელიმე კომპანიის ჩართვას ყველაზე მეტად სწორედ პიხი ეწინააღმდეგებოდა.
საინტერესოა, რომ გასულ სეზონში, „აუდიში“ სამუშაოდ
გადავიდა „ფერარის“ ფ1-ის გუნდის ყოფილი შეფი სტეფანო დომენიკალი. თუმცა ის
ჯერჯერობით უშუალოდ მოტორსპორტის საქმეებში არაა ჩართული, ჯერჯერობით. ამ ეტაპზე, ოთხი
რგოლი ლე მანზე, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა და DTM-ზე
არის კონცენტრირებული. ფ1-ში მისვლის შემთხვევაში, ამ ორივე პროექტის დახურვა გახდება
აუცილებელი, რადგან ფ1-ს უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური რესურსი დასჭირდება.
ლე მანზე „პორშე“ დარჩება, რომელიც ამ ლეგენდარულ
რბოლას შარშან დაუბრუნდა და მალე გამარჯვებასაც აუცილებლად მიაღწევს. ერთი ჯგუფის
ორი კომპანიის ერთ სერიაში ასპარეზობა ვოლფსბურგელებს არ აწყობთ, რადგან ფულის
უაზრო ხარჯვა მოუწევთ - რა საჭიროა ორ თანაბრად ძლიერ გუნდზე უზარმაზარი თანხების
დახარჯვა, როცა გამარჯვებული მაინც მხოლოდ ერთი იქნება...
მოკლედ, საქმე იქით მიდის, რომ მალე შეიძლება ოთხმა
რგოლმა ფ1-ის რომელიმე გუნდის ბოლიდები დაამშვენოს. დიდი ალბათობით, ეს „რედ ბული“
იქნება, რომელიც „ფოლკსვაგენთან“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პარტნიორობს. მეორე
მხრივ, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიას ძრავის მიმწოდებელი
პარტნიორის გამოცვლა სურს. რაც შეეხება ახლანდელ პარტნიორ „რენოს“, ის საკუთარი
გუნდის გამოყვანის მიზანშეწონილებას განიხილავს და თუ ეს საკითხი დადებითად
გადაწყვიტა, „ტორო როსოს“ შეიძენს.
ოღონდ,
სანამ „აუდი“ გადაწყვეტილებას მიიღებს, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმა ახალი მეთაური უნდა
აირჩიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვინტერკორნი და მისი მხარდამჭერები, პიხის
ადგილზე ისევ პორშეს ოჯახის წევრის არჩევას აპირებენ...
No comments:
Post a Comment