დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 16, 2015

„ფორდ მონდეო ვინიალე“ რომს ესტუმრა

New Ford Mondeo Vignale Photos From Media Drive Event In Rome
16 მაისი
ეს მედია გასეირნება იყო, რომელიც ცისფერმა ოვალმა თავის პირველ პრემიუმ ავტომობილს მარადიულ ქალაქში მოუწყო. „მონდეო ვინიალე“ ის ავტომობილია, რომლითაც ამერიკული კომპანია მისთვის უჩვეულო, პრემიუმ სეგმენტში იწყებს მოღვაწეობას. რაც მთავარია, მის მყიდველს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველანაირ კომფორტს პირდება.
რომში გასეირნება კი „მონდეო ვინიალეზე“ წინასწარი შეკვეთების მიღების დაწყებასთან დაკავშირებით მოეწყო. დებიუტანტი სედანის და უნივერსალის ძარებით გაიყიდება. უსაფრთხოების სხვა სისტემებთან ერთად, ამ ავტომობილის მფლობელის განკარგულებაში იქნება ფეხმავლების დაფიქსირების სისტემა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ავტომობილმა „ევრო NCAP-ია“ ქრეშ ტესტებზე ხუთი ვარსკვლავი დაიმსახუროს. გარდა ამისა, უსაფრთხოებას ემსახურება შეჯახებისწინა დამხმარე სისტემა, ხმაურის აქტიური ჩამხშობი, პარკირების დამხმარე სისტემა პერპენდიკულარული პარკირების უნარით, ტრაფიკის ამომცნობი, ქალაქში გაჩერების აქტიური სისტემა და ინფოტაინმენტ სისტემა „სინკ2“.
პრემიუმ ავტომობილი, „მონდეოს“ ოჯახის ყველაზე ეფექტური ძრავებით აღიჭურვება. ესენია 2.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი დიზელი, რომელიც 210 ცხენის ძალას იძლევა, 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომლის სიმძლავრეც 180 ცხენის ძალაა და სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი აგრეგატი, ფორსირების ორი ხარისხით, რომელთა სიმძლავრე, 203 და 240 ცხენის ძალაა. კიდევ ერთი აგრეგატია ბენზინ-ელექტრული ჰიბრიდი, რომელიც 187 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ყველა შემთხვევაში, ძრავებთან ინტელექტუალური სრულ ამძრავიანი ტრანსმისია იმუშავებს.
რაც შეეხება სტილს, სტანდარტულ „მონდეოს“ პრემიუმ „ვინიალე“ ვერსიისგან რადიატორის სხვა ფორმის ცხაური განასხვავებს, რომელიც მუქი მქრქალი მეტალის ფერშია შესრულებული, გარშემო კი ქრომირებული არშია აკრავს. უკანა ბამპერის ქვეშ, ორივე კიდეში, თითო გამოსაბოლქვი მილი მოთავსდა, რომლებსაც ტრაპეციის ფორმა აქვს. საერთო ჯამში, ავტომობილი მდიდრული იერით გამოირჩევა.
„ფორდი“ თავისი პირველი პრემიუმ პროდუქტის მყიდველს, დილერების შოურუმებში მოწყობილ სპეციალურ სეგმენტებში მოემსახურება.

No comments:

Post a Comment