LAND ROVER DEFENDER SALES UP 23%
16 მაისი
„ლენდ როვერი“ მალე შეწყვეტს ლეგენდარული „დფიენდერის“
ახლანდელი თაობის წარმოებას და როგორც ჩანს, ამ გარემოებამ, მყიდველებს დამატებითი
მადა აღუძრა. ისინი დიდი მონდომებით ყიდულობენ ავტომობილს, რომელიც მალე ისტორიის
კუთვნილება გახდება. აპრილში “დიფენდერის“ გაყიდვები 23 პროცენტით გაიზარდა.
პარალელურად, 18 პროცენტით არის გაზრდილი „დისქავერის“ და „რეინჯ როვერის“
გაყიდვები.
უახლესი „დისქავერი სპორტი“ სულ 5577 ცალია
გაყიდული, ანუ 700 ცალით მეტი, ვიდრე „ფრილენდერი“ (რომელიც დისქავერი სპორტმა
ჩაანაცვლა) გასული წლის აპრილში. მხოლოდ 5 პროცენტით მოიმატა „რეინჯ როვერ სპორტის“
გაყიდვებმა. თუმცა, ამ კლასის ავტომობილისთვის, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ „დიფენდერის“ გაყიდვებს მკვეთრი
მატება ახასიათებს, რასაც ძირითადად სამხედრო შეკვეთები იწვევს ხოლმე. მაგრამ
ამჯერად გაყიდვების ზრდას მყარი საფუძველი იმ ფაქტორმა შეუქმნა, რომ ამ ავტომობილის
წარმოება მალე შეწყდბა. მალე კი ბაზარზე მისი შემცვლელი გამოვა, რომელმაც
გაყიდვების კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა უნდა გამოიწვიოს.
თანაც, ახალი „დიფენდერი“ აღარ იქნება ეული, რადგან
ის ცალკე ოჯახად ყალიბდება, რომელშიც სამი მოდელი გაერთიანდება.
No comments:
Post a Comment