26 აპრილი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს უმასპინძლა. რბოლები ოთხ კლასში ჩატარდა და
ოთხივემ საინტერესო ბრძოლებში ჩაიარა. განსაკუთრებით გამორჩეული კი, როგორც
ყოველთვის, ლეჯენდსის და ფორმულა ალფას რბოლები გამოდგა.
კვირას პირველი რბოლა ლეჯენდსის კლასში ჩატარდა.
მის სტარტზევე შოთა აფხაზავა დაწინაურდა, რომელსაც კვალში დათა ქაჯაია, გოგა
არჯევანიძე და არჩილ ბიძინაშვილი ჩაუდგნენ. ქაჯაიამ, რომელსაც ერთ კვირაში ETCC-ს
სერიაში დებიუტი ექნება, პირველ წრეებზე ლიდერს უშეღავათო ბრძოლა გაუმართა,
ერთი-ორჯერ გასწრებაც სცადა, მაგრამ ამაოდ - აფხაზავა ჩვეულ სტილში იცავდა თავს.
თავის მხრივ, ქაჯაიას მჭიდროდ მიჰყვებოდა არჯევანიძე.
სამწუხაროდ, შუა რბოლაში ქაჯაიას ტექნიკამ ვერ
გაუძლო და მისთვის რბოლა პიტლეინში დასრულდა. მაგრამ აფხაზავას საქმე ამით არ
გაადვილებია. ამჯერად მისი შევიწროება არჯევანიძემ და პელოტონის შუა რიგებიდან დაწინაურებულმა
დავით კაკაბაძემ გააგრძელეს. მალე კი ლიდერთა შორის ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხიც
გამოჩნდა, რომელიც მართალია, მეოთხე პოზიციაზე იყო, მაგრამ სტარტ-ფინიშის სწორის
ბოლოს, ორჯერ ისეთი მანევრი შეასრულა, ლამის სამივე მეტოქე ჩამოიტოვა.
მან მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ჯერ არჯევანიძემ,
შემდეგ კი კაკაბაძემ, გვარიანად შეავიწროვეს აფხაზავა. ერთ მომენტში არჯევანიძე
თითქოს დაწინაურდა კიდეც, თუმცა ლიდერმა ისევ დაიცვა პოზიცია. გოგას კი კაკაბაძემ
შეუტია. ლიდერი დამაჯერებლად იგერიებდა ყველა შეტევას. კაკაბაძემ კი ამ დროს
არჯევანიძეს გაუარა და აფხაზავასაც შეუტია, მაგრამ ისევ ამაოდ. გოგას კი პირველი
მოსახვევის შესასვლელში შლეგელმილხმა გაასწრო. ერთი წრის შემდეგ, კაკაბაძეც უკან
მოიტოვა.
ლატვიელი
მრბოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ რბოლაში მან ერთადერთმა შეძლო აფხაზავას
გასწრება. თუმცა, მისი ლიდერობა მხოლოდ ორ მოსახვევში გაგრძელდა. აფხაზავამ და
მასთან ერთად კაკაბაძემაც, ხიდის სწორზე ერთად ჩაუქროლეს შლეგელმილხს, რომელიც
ფალს სტარტის გამო, ფინშის შემდგ, 30 წამით დაჯარიმდა. სხვათა შორის, ფინიშზე მას
სლიპსტრიმით არჯევანიძემ შეუტია და მართალია, ვერ გაასწრო, მაგრამ ლატვიელის
ჯარიმის წყალობით, მაინც მესამე ადგილი დაიკავა.
ნარბოლევს აფხაზავამ აღიარა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვება იყო. მეორე ეტაპის ორივე რბოლაში მას უშეღავათო კონკურენციის გაძლებამ მოუწია და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პრესინგს ორივე შემთხვევაში გაუძლო და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიც დაიკავა.
***
მომდევნო, ფორმულა ალფას რბოლა კიდევ უფრო
დრამატული გამოდგა. მის დასაწყისშივე, ხიდის სწორის შემდგომ მოსახვევში, შეჯახება
მოხდა ირაკლი ჩხეიძესა და მევლუდ მელაძეს შორის. მელაძემ გვიან დამუხრუჭებით, შიდა
ტრაექტორიით შეასწრო მოსახვევში ლიდერს, მაგრამ მაღალი სიჩქარის გამო, გვიან
დაიწყო მოხვევა და ჩხეიძემ უკეთესი ტრაექტორიით სცადა პოზიციის დაბრუნება. როგორც
იტყვიან, შეძლო კიდეც ვიწრო დერეფანში ცხვირის შეყოფა, მაგრამ ეს მოულოდნელად, მელაძემ
„კარი ჩაუკეტა“.
...და უცებ, მისი მანქანის უკანა მარჯვენა ბორბალი,
ჩხეიძის ბოლიდის წინა მარცხენას „წამოედო“. მელაძის ბორბალი უკნიდან „შეახტა“
ჩხეიძსას, რამაც მყისიერად ზევით ააგდო. ბორბალმ კი მანქანაც „თან გაიყოლა“. მელაძემ
და მისმა ფორმულამ ჰაერში პირუეტი შეასრულეს და თავდაყირა დაეშვნენ ასფალტზე.
მანქანამ კიდვ ერთი ყირა შეასრულა და ისევ უკუღმა დაეცა, ამჯერად უსაფრთხოების ზოლის
ხრეშიან ნაწილში. ბედად მევლუდი ამ ძალიან სახიფათო ინციდენტს უვნებლად გადაურჩა.
ამ შემთხვევას კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც
აუცილებლად იმსახურებს აღნიშვნას. ჩხეიძე, რომლის მანქანაც არ დაზიანებულა, დაუყოვნებლივ
გაჩერდა და მელაძის დასახმარებლად გაიქცა. იქვე მას შაკო ციხელაშვილიც შეუერთდა. მათ
ხიფათში ჩაიგდეს თავი მეგობრის გადასარჩენად. ბედად, მელაძემ დაუხმარებლად შეძლო
ამობრუნებული მანქანისგან თავის დახსნა, რაზეც შემდგომში ხუმრობდა - დაბალი რომ ვარ,
ამან გადამარჩინაო...
სხვათა შორის, მელაძესთვის მეორე ეტაპი უიღბლო გამოდგა
- ორივე რბოლის სტარტზე მან ინციდენტების გამო ვერ შეძლო რბოლის გაგრძელება.
პირველში მას შეჯახება თორნიკე კიკნველიძესთან, სტარტიდან პირველივე მოსახვევში
შესვლისას მოუვიდა. მაგრამ თუ პირველ შემთხვევაში, ასპარეზობა არ შეწყვეტილა და
ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, მეორე რბოლა გასაჩერებელი გახდა. გავლილი
ერთი წრე არ ჩაითვალა და მონაწილეებს განმეორებითი სტარტის აღებამ მოუწია.
მეორე სტარტის შემდეგაც ჩხეიძე დაწინაურდა, ვისაც
თავიდანვე კვალში კიკნველიძე ჩაუდგა. მათ ციხელაშვილი, სანდრო თავართქილაძე და ნოდო
კოდუა მიჰყვნენ. კარგა ხანს საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ გამარჯვებული სწორედ
პირველი ორი პილოტის ბრძოლაში გამოვლინდებოდა. მითუმეტეს, შუა რბოლისას მათ მდევრები
კარგა მანძილზე ჩამოიტოვეს. უკნიდან თანდათან დაწინაურება დაიწყო კოდუამ. კიკნველიძე
კი ბოლო სამ წრეზე ძალიან გააქტიურდა. ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას, მათი მანქანები
ერთმანეთს შეეხო. კიკნველიძეს მანქანას წინა ფრთის მარცხენა ნაწილი დაუზიანდა,
მაგრამ სამაგეროდ, ჩხეიძე უკან ჩამოიტოვა, რომელიც რა თქმა უნდა, ამასთან შეგუებას
არ აპირებდა და თავადაც შეუტია. ბრძოლისას მათი ტემპი ოდნავ დაეცა, რამაც კოდუას
დაწევის საშუალება მისცა.
ბოლო წრეზე, პირველ S-ში ჩხეიძემ
ლიდერობის დაბრუნება სცადა, მაგრამ აქ გასწრება, თუ მეტოქე არ შეცდა, პრაქტიკულად
შეუძლებელია. ჩხეიძემ თავად დაკარგა ტემპი, რითაც უმალ ისარგებლა კოდუამ. ლიდერებმა
ბოლო მოსახვევიც ამ თანმიმდევრობით გაიარეს და თითქოს, კიკნაველიძეს გამარჯვებაში
ვეღარავინ შეუშიდა ხელს, მაგრამ კოდუამ სლიპსტრიმით, ზედ ფინიშის ხაზთან შეძლო
მისი გასწრება.
შესანიშნავი რბოლა, ასეთივე ფინიშით დასრულდა და გამარჯვებულს ერთ-ერთმა პირველმა, სწორედ კიკნაველიძემ მიულოცა. კოდუამ თავისი სისწრაფის, მოთმინების, დაკვირვებულობის წყალობით გაიმარჯვა. არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ დიდი ხანია, ასეთი საინტერესო რბოლები ფორმულა ერთსაც დაამშვენებდა...
***
საინტერესო ბრძოლა ვიხილეთ „ბეემვე კომპაქტის
კლასში. აქ სტარტიდანვე დიმიტრი ქობულია დაწინაურდა, რომელსაც ვასიკო ჭონიშვილი და
ვანო მძელური მიჰყვნენ. შუა რბოლისას, მეორე S-მოსახვევის
შუაში, ჭონიშვილი ქობულიას დაეჯახა. ორივემ შეძლო რბოლის გაგრძელება. მაგრამ
ქობულიამ რამდენიმე ადგილი დაკარგა.
მართალია, ჭონიშვილის მანქანას წინა მარცხენა კუთხე დაუზიანდა, მაგრამ მან არამხოლოდ გააგრძელა რბოლა, არამედ ლიდერობაც ადვილად შეინარჩუნა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. თუმცა, ნარბოლევს მსაჯებმა ქობულიასთან მომხდარი ინციდენტი გაუხსენეს, საჯარიმო წამებით „დაამძიმეს“ და გამარჯვებაც მძელურს დარჩა, რომელმაც სტაბილური და უშეცდომო ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი. რაც შეეხება ქობულიას, ინციდენტის შემდეგ, მან რამდენიმე გასწრება შეასრულა და საბოლოოდ, კვარცხლბეკზე მესამე საფეხური დაიკავა. მეორე ადგილზე კი ირაკლი კუხიანიძე გავიდა.
სხვა რბოლებზე „მშვიდი“ გამოდგა „ჰონდას“ მონო კლასის
რბოლა, რომელსაც სტარტიდან ფინიშამდე ერთი ლიდერი ჰყავდა დავით მენთეშაშვილის
სახით, რომელმაც პირველი რბოლაც მოიგო. იმ რბოლაში მას მედგარი წინააღმდეგობა დავით
ჩხიკვიშვილმა გაუწია, რომელსაც სამწუხაროდ, ტექნიკის გაუმართაობის გამო, მეორეში
მონაწილეობა არ მიუღია. მენთეშაშვილს მეორე რბოლისას კონკურენტად გოგა გელაშვილი
ჰყავდა, თუმცა ის მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე ადგილი კი იური მანგასაროვმა
დაიკავა.
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში
მე-2 ეტაპი; რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი
ლეჯენდსი, პირველი რბოლა, 10 წრე
1. შოთა აფხაზავა 20:01.424
2. დათა ქაჯაია 20:01.585
3. გოგა არჯევანიძე 20:03.443
4. არჩილ ბიძინაშვილი 20:13.650
5. დავით კაკაბაძე 20:13.721
6. გიორგი ბეჟიტაშვილი 20:22.140
7. ჰარალდ შლეგელმილხი 20:22.216
8. კოტე კოლიაშილი 20:22.379
9. დავით აფციაური 4
წრე
10. ალეკსეი ხაიროვი 7 წრე
11. სანდრო ცხადაძე 9 წრე
ლეჯენდსი, მეორე რბოლა, 10 წრე
1. შოთა აფხაზავა 20:35.017
2. დავით კაკაბაძე 20:35.258
3. გოგა არჯევანიძე 20:35.543
4. არჩილ ბიძინაშვილი 20:37.520
5. დავით აფციაური 20:42.458
6. ალეკსეი ხაიროვი 20:47.867
7. სანდრო ცხადაძე 20:53.368
8. კოტე კოლიაშილი 20:56.937
9. ჰარალდ შლეგელმილხი 21:05.518
10. არტიომ კაბაკოვი 21:16.940
11. გიორგი ბეჟიტაშვილი 3 წრე
12. დათა ქაჯაია 5
წრე
ფორმულა ალფა, პირველი რბოლა, 12 წრე
1. რომან ლებედევი 22:12.157
2. სანდრო თავართქილაძე 22:12.539
3. შაკო ციხელაშვილი 22:12.906
4. ნოდო კოდუა 22:14.413
5. დავით რამიშვილი 22:14.953
6. დავით ბაგრატიონი 22:15.530
7. ბექა ჯიქია 22:15.801
8. აიჰანჩან გუვენი 22:25.097
9. არტიომ კაბაკოვი 23:03.514
10. ირაკლი ჩხეიძე 3
წრე
11. მევლუდ მელაძე 12
წრე
12. თორნიკე კიკნაველიძე 12 წრე
13. ჩანკატ ჰურმოღლუ 12 წრე
ფორმულა ალფა, მეორე რბოლა, 10 წრე
1. ნოდო კოდუა 20:59.214
2. თორნიკე კიკნაველიძე 20:59.224
3. ირაკლი ჩხეიძე 20:59.620
4. შაკო ციხელაშვილი 20:59.783
5. სანდრო თავართქილაძე 21:02.124
6. ბექა ჯიქია 21:07.814
7. დავით რამიშვილი 21:08.359
8. დავით ბაგრატიონი 21:08.569
9. აიჰანჩან გუვენი 21:42.959
10. ჩანკატ ჰურმოღლუ 22:00.158
11. რომან ლებედევი 8 წრე
12. მევლუდ მელაძე 10
წრე
ბეემვე კომპაქტი. პირველი რბოლა, 8 წრე
1. ვასიკო ჭონიშვილი 18:57.530
2. დიმიტრი ქობულია 18:57.513
3. ირაკლი კაკაურიძე 18:57.758
4. ირაკლი კუხიანიძე 18:58.155
5. გიორგი ბაინდურაშვილი 18:58.972
6. სანდრო ლომაძე 19:03.510
7. ვანო მძელური 19:03.590
8. მიხა ტამასიძე 19:08.792
9. გიორგი გამყრელიძე 19:11.995
10. გიორგი კირვალიძე 19:13.121
11. გიორგი ჯადუგიშვილი 19:16.166
12. ჩანკატ ჰურმოღლუ 19:20.353
13. გიორგი ალავიძე 19:39.655
14. ნოდარ კობეშავიძე 19:42.370
15. დავით მენთეშაშვილი 19:44.934
16. დავით ხელხელაური 19:48.771
17. ოთარ ალაშვილი 19:54.469
ბეემვე კომპაქტი. მეორე რბოლა, 8 წრე
1. ვანო მძელური 17:12.091
2. ირაკლი კუხიანიძე 17:12.499
3. დიმიტრი ქობულია 17:14.177
4. ირაკლი კაკაურიძე 17:19.640
5. დავით მენთეშაშვილი 17:21.182
6. გიორგი ბაინდურაშვილი 17:23.767
7. მიხა ტამასიძე 17:31.027
8. ვასიკო ჭონიშვილი 17:39.473
9. გეგა პატარაია 17:45.310
10. გიორგი გამყრელიძე 17:46.495
11. გიორგი ჯადუგიშვილი 17:49.094
12. სანდრო ლომაძე 17:55.924
13. დავით ხელხელაური 17:58.878
14. ჩანკატ ჰურმოღლუ 17:59.929
15. გიორგი ალავიძე 18:29.319
16. ოთარ ალაშვილი 18:31.680
17. გიორგი კირვალიძე 6 წრე
ტურინგ ლაითი, პირველი რბოლა, 10 წრე
1. დავით მენთეშაშვილი 24:13.158
2. დავით ჩხიკვიშვილი 24:13.466
3. იური მანგასაროვი 24:20.497
4. გოგა გელაშვილი 24:20.634
5. პაატა კვესელავა 24:21.357
6. ალექს მარღანია 24:46.610
7. ჯაბა მაჭარაშვილი 5 წრე
8. გიორგი ფირცხალაიშვილი 9 წრე
ტურინგ ლაითი, მეორე რბოლა, 8 წრე
1. დავით მენთეშაშვილი 19:26.594
2. გოგა გელაშვილი 19:28.594
3. იური მანგასაროვი 19:30.840
4. ალექს მარღანია 19:37.165
5. პაატა კვესელავა 19:37.687
6. გიორგი კიკნაძე 19:43.746
7. გიორგი ფირცხალაიშვილი 19:46.527
8. ჯაბა მაჭარაშვილი 20:00.177
ვიდეო
No comments:
Post a Comment