დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 27, 2015

მიკმა თავისი პირველი გამარჯვება მაკრეის ხსოვნას მიუძღვნა

Rallying-Meeke dedicates first WRC win to mentor McRae
27 აპრილი
ბრიტანელი კრის მიკის გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - რალი არგენტინა. „სიტროენის“ მრბოლმა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი გამარჯვება თავისი დამრიგებლის, ლეგენდარული კოლინ მაკრეის ხსოვნას მიუძღვნა. „ეს კოლინისთვისაა“, - განაცხადა ჩრდოლოირლანდიელმა, ვინც 2002 წლის შემდეგ, WRC-ს რბოლის პირველი ბრიტანელი გამარჯვებულია.
შოტლანდიელი მაკრეი მსოფლიოს ჩემპიონი 1995 წელს გახდა, 2007 წელს კი, საკუთარი სახლის სიახლოვეს, საკუთარი ვერტმფრენის მართვისას ჩამოვარდა და დაიღუპა. მაკრეის ბოლო გამარჯვება საფარის რალიზე (კენია) აქვს მოპოვებული. მაკრეის სახელს პოპულარული ვიდეო თამაში ატარებს.
არგენტინის რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა მიკის ნორვეგიელმა თანაგუნდელმ მადს ოსტბერგმა, ვინც გამარჯვებულს 18.1 წამით ჩამორჩა. მესამე ადგილი კი ასევე ბრიტანელმა ელფინ ევანსმა დაიკავა, რომელიც „ფორდით“ ასპარეზობს. სხვათა შორის, ბოლოს სპეცმონაკვეთზე მის მანქანას უკანა საკიდარი დაუზიანდა, თუმცა პოზიცია მაინც შეინარჩუნა.
მხოლოდ მე-14 ადგილს დასჯერდა მსოფლიოს ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი, ფრანგი სებასტიან ოჟიე, რომელიც ძრავის პრობლემის გამო, ძირითად რბოლას გამოეთიშა და ასპარეზობა რალი2 წესით გააგრძელა. არადა, მან პირველივე სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო, თუმცა მეორეზე ძრავმა ვერ გაქაჩა. აღსანიშნავია, რომ ოჟიეს ზედიზედ მეექვსე რბოლის (შარშანდელი სეზონის ბოლო რბოლების ჩათვლით) მოგების შანსი ჰქონდა. ამასთან, არგენტინაში მას ჯერ ერთხელაც არ მოუგია. წარუმატებლობის მიუხედავად, ოჟიემ კვირის სუპერ სპეცმონაკვეთი მოიგო, რითაც თავისი საჩემპიონატე მონაგარი სამი ქულით შეავსო.
რბოლას „ფოლკსვაგენის“ ფინელი მრბოლი, იარი-მატი ლატვალაც გამოეთიშა. ამგვარად, 2013 წლის გერმანიის რალის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ფოლკსვაგენის“ ეკიპაჟებმა სამეულში შესვლა ვერ შეძლეს.

არგენტინის რალი
1. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                3:41:44.900
2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)         +00:18.100
3. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)              03:27.400
4. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                06:26.100
5. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი)           10:46.700
6. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, სიტროენი)  11:19.900
7. აბდულაზიზ ალ-კუვარი (ყატარი, ფორდი)  16:02.600
8. დიეგო დომინგესი (პარაგვაი, ფორდი)          18:48.200
9. გუსტავო საბა (პარაგვაი, შკოდა)                      21:20.600
10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი)  25:19.600

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 84 ქულა; 2. მადს ოსტბერგი - 51; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) - 47; 4. ელფინ ევანსი - 41; 5. კრის მიკი - 35; 6. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) - 35; 7. დანიელ სორდო - 30; 8. მარტინ პროკოპი - 26; 9. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) - 19; 10. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) - 13...

გუნდური კლასიფიკაცია
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 103 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 85; 3. ჰიუნდაი შელ WRT - 85; 4. M-სპორტ WRT - 71; 5. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 32; 6. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II ­ 15; 7. ჰიუნდაი მოტორსპორტ N - 9; 8. FWRT - 3

No comments:

Post a Comment