25 აპრილი
საქართველოს საავტომობილო ბაზარზე, „ლენდ როვერის“
საჯინიბოს ამიერიდან კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“
შეემატა, ავტომობილი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბრიტანული კომპანიის ბესტ
სელერობისთვისაა „განწირული“. თავისი დახვეწილი გარეგნობის გარდა, ახალი
ავტომობილი, რომელიც „ლენდ როვერის“ გამაში, ოჯახ „დისქავერის“ პირველი წევრია და
რომელმაც პოპულარული „ფრილენდრი“ შეცვალა, უახლესი ტექნოლოგებით და მძლავრი, ეკონომიური
და ეკოლოგიური ძრავებით მოხიბლავს.
ყველა სიკეთესთან ერთად, „დისქავერი სპორტი“ ძალიან
უსაფრთხო ავტომობილია. ამას ადასტურებს Euro NCAP-ის მიერ ახალი, უფრო მომთხოვნი
სტანდარტებით ჩატარებული ქრეშ ტესტები, რომელთა შედეგადაც, „დისქავერი სპორტს“
ხუთი ვარსკვლავი (უმაღლესი შეფასება) მიანიჭეს. უპირველეს ყოვლისა, ავტომობილის
უსაფრთხოებას ალუმინის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომელიც მაღალი სიმტკიცის გარდა, სიმსუბუქითაც
გამოირჩევა. ავტომობილი ასევე უსაფრთხოების პასიური და აქტიური სისტემებითაა
აღჭურვილი, როგორიცაა მაგალითად, ფეხმავალთა დამცავი აირბალიში, ზოლიდან გასვლის
გამაფრთხილებელი და სასწრაფო დამუხრუჭების ავტონომიური სისტემები. ყველა მათგანი, სტანდარტულ
ეკიპირებაში შევიდა.
„დისქავერი სპორტის“ სიგრძე 4 590 მილიმეტრია,
ბორბლებს შორის ბაზა კი - 2 741 მილიმეტრი. ამგვარად, ის „ფრილენდერ/LR2-ზე“ 91
მილიმეტრით გრძელია და მასზე 80 მილიმეტრით გრძელი ბაზაც აქვს. მასში ჩასაჯდომი
ფორმულა 5+2-ია, რითაც ის თავისი გერმანელი კონკურენტებისგან განსხვავდება. +2
ნიშნავს, რომ მესამე რიგის სავარძლები დამატებითია და ისინი საბარგულის ადგილს
იკავებენ. როცა ეს რიგი ამოღებულია, საბარგულის მოცულობა 829 ლიტრს შეადგენს. თუ
მეორე რიგის სავარძლებს წინ მისწევთ, საბარგულის მოცულობა 981 ლიტრამდე იზრდბა.
მეორე რიგის სავარძლები წინებზე 50 მილიმეტრით მაღლა დგას. როდესაც ისინი
მაქსიმალურად უკანაა გაწეული, ფეხების ადგილის სიგრძე 1011 მილიმეტრს აღწევს.
„დისქავერი სპორტის“ ძრავების გამაში ჯერ მხოლოდ
ორი აგრეგატია. ერთია ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბო, რომელიც „ევოუკისგანაა“
ნასესხები. ამ ძრავის სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი
- 340 ნიუტონმეტრი. მასთან წყვილში ZF-ის 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა
კოლოფი და „ჰალდექსის“ სრულ ამძრავიანი სისტემა მუშაობს.
მეორე ძრავი დიზელისაა და 2.2-ლიტრიანია. მისი
სიმძლავრე 187 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 420 ნიუტონმეტრი.
ამ შემთხვევაში, 9-საფეხურიანი ავტომატის გარდა, მყიდველს 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფის შერჩევაც შეუძლია. ტრანსმისია ისევ სრულ ამძრავიანია.
მოგვიანებით, ძრავების გამა eD4 ტურბო დიზელით შეივსება. ამასთან შესაძლებელი
გახდება ავტომობილის წინა ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვა. ამ ტანდემის
გამოყენების შემთხვევაში, ავტომობილი ას კილომეტრს 6.7 ლიტრი საწვავით გაივლის,
ყოველ კილომეტრზე კი გარემოს მხოლოდ 119 გრამი CO2-ით დააბინძურებს.
„დისქავერი სპორტი“ საუკეთესო გამავლობით
გამოირჩევა, რაშიც მას მაღალი კლირენსი (212 მილიმეტრი) ეხმარება. კერძოდ, ავტომობილს
45-გრადუსიანი აღმართის და 600 მილიმეტრის სიღრმის მქონე კალაპოტის დაძლევა
შეუძლია, რაშიც მას სისტემა „უეიდ სენსინგი“ ეხმარება. სენსორების და გვერდითა
სარკეების დახმარებით, ეს სისტემა ავტომობილის ირგვლივ არსებული წყლის სიღრმეს ზომავს
და შესაბამის მონაცემებს ცენტრალურ კონსოლზე არსებულ ეკრანზე გამოიტანს. ტესტების
დროს, ავტომობილი წყალში ნაწილობრივ ჩაძირვაზეც შეამოწმეს - ავტომობილი ღრმა
წყალში დააყენეს და ყველა კარი გააღეს, რათა სალონი წყლით გავსებულიყო. ნახევარი
საათის შემდეგ ის ადვილად დაიქოქა და ადგილიდანაც უპრობლემოდ დაიძრა...
„დისქავერი სპორტი“ აღჭურვილია სისტემა „ტერეინ
რესპონსით“. ეს სისტემა ძრავს, ტრანსმისიას და საკიდარს, გზის საფარის და საგზაო
პირობების შესაბამისად მომართავს. ელექტრონიკა ოთხ რეჟიმში მუშაობს. ესენია:
სტანდარტულ (ჯენერალ), არამყარ გზებზე (გრას/გრაველ/სნოუ), ქვიშასა (სენდ) და
ტალახიან გზებზე მუშაობის რეჟიმები.
მოკლედ, „იაგუარ ლენდ როვერის“ ქართველი პარტნიორი, მისი ექსკლუზიური დილერი, კომპანია „GT მოტორსი“, ამერიდან ქართველ მყიდველს თანამედროვე ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ უგზოობის ავტომობილს, „დსქავერი სპორტს“ შესთავაზებს.
მოკლედ, „იაგუარ ლენდ როვერის“ ქართველი პარტნიორი, მისი ექსკლუზიური დილერი, კომპანია „GT მოტორსი“, ამერიდან ქართველ მყიდველს თანამედროვე ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ უგზოობის ავტომობილს, „დსქავერი სპორტს“ შესთავაზებს.
No comments:
Post a Comment