Ford Fiesta R2 Rally Car Gets a 170PS 1.0L
EcoBoost Engine
12 მარტი
„ფორდმა“ რალის რბოლებისთვის „ფიესტას“ ახალი
ვერსია, „ფიესტა R2“ მოამზადა, რომელიც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა.
ავტომობილი სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს კი პირველი
სამცილინდრიანი ძრავის მქონე სარბოლი ავტომობილია, რომელმაც FIA-ს ჰომოლოგაცია
მიიღო.
ავტომობილი ცისფერი ოვალის პარტნიორმა, რალის
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდმა „M-სპორტმა“, „ფორდის“ მხარდაჭერით მოამზადა.
„ფიესტა R2“ სტანდარტული „ფიესტას“ ბაზაზეა შექმნილი. ავტომობილს გამოცვლილი აქვს ტრანსმისია,
მუხრუჭები და საკიდარი.
როგორც სახელიდანაც ჩანს, „ფიესტა R2“ რალის კლას R2-ის
(ახალი) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად არის შემუშავებული. ეს რეგლამენტი,
კლასში სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავების გამოყენების უფლებას იძლევა.
ძრავიც მოდიფიცირებულა და ის 170 ცხენის ძალას ავითარებს.
ახალი სარბოლო ავტომობილი, „ფორდის“ და „M-სპორტის“
თანამშრომლობის პირველ ნაყოფს, პირველი თაობის „ფიესტა R2-ს“ შეცვლის და მონაწილეობას
ისევ სერია „დრაივ DMACK ფიესტა ტროფიში“ მიიღებს მონაწილეობას. ამ სერიაში, რალის
დამწყები მრბოლები მონაწილეობენ. პარტნიორებმა პირველი სარბოლო „ფიესტა R2“ 2010 წელს
შეიმუშავეს და ეს იყო მათი პირველი გლობალური ავტომობილი, რომელიც რალის
რბოლებისთვის შეიქმნა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მრბოლები R2 კლასში გამოცდილებას
დააგროვებენ, ისინი „ფიესტაR5“ კლასსა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე (WRC)
აგრძელებენ კარიერას.
ახალი
„ფიესტა R2-ის“ დებიუტი მალე პორტუგალიაში შედგება, სადაც რბოლა მაისში
გაიმართება. ამ სეზონის გამარჯვებულს WRC 2 კლასში, შვიდ რბოლაში ასპარეზობის
საშუალება მიეცემა.
No comments:
Post a Comment