First Suzuki Vitara Rolls Off the Assembly Line
in Hungary
12 მარტი
„სუზუკიმ“ უნგრეთის ქალაქ ესტერგომში, ახალი „ვიტარას“
წარმოება დაიწყო. ქარხნის კონვეიერიდან პირველი ავტომობილი, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა,
ვიკტორ ორბანმა გამოიყვანა, ვისთვისაც ეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია. კერძოდ,
ქარხნიდან პირველი „ვაგონერ R+“ 2000 წელს სწორედ მან გამოაგორა. მასვე ერგო
პატივი, 2010 წელს პირველს ემართა ამავე ქარხანაში გამოშვებული, მესამე თაობის „სვიფტი“
და 2013 წელს გამოშვებული „SX-4 S-ქროსი“.
პირველი „ვიტარას“ გამოშვების ცერემონიას ასევე კორპორაცია
„სუზუკი მოტორის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ოსამუ
სუზუკიც დაესწრო. „მადიარ სუზუკი“ წარმოების პირველ წელს, 70 000 ცალი ახალი „ვიტარას“ წარმოებას გეგმავს. სხვათა
შორის, ესტერგომის ქარხანას მაკომპლექტებლებით 74 უნგრული კომპანია ამარაგებს. ამ
ქარხნას საწარმოო სიმძლავრე წლიურად 165 000 ავტომობილია.
უნგრეთში წარმოებული ახალი „ვიტარა“ არამხოლოდ
ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. უნგრეთიდან მას გლობალურ ბაზარზე გაიტანენ.
საერთო ჯამში, ის 70 ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება. უფრო მეტიც, „მადიარ სუზუკი“
გეგმავს, რომ სამ წელიწადში ამ ქვეყნების რიცხვი ასამდე გაზარდოს. იაპონური
კომპანია ამ მოდელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ევროპაში ანიჭებს, სადაც უგზოობის
კომპაქტური ავტომობილების სეგმენტი მზარდი გაყიდვებით გამოირჩევა.
ახალი „ვიტარა“ სრულიად ახალ პლატფორმაზეა
ბაზირებული და უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მისი ძრავების გამაში ჯერჯერობით
მხოლოდ ორი ძრავი შედის. ორივე 1.6-ლიტრიანია, ოღონდ ერთის საწვავი ბენზინია,
მეორისა კი - დიზელი. თანაც, ორივეს სიმძლავრე 120 ცხენის ძალაა. ბენზინს ძრავთან
წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, მალე კი მყიდველს 6-საფეხურიან
ავტომატურ კოლოფსაც შესთავაზებენ. დიზელის ძრავთან კი მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური
კოლოფი იმუშავებს. მყიდველს ოპციის სახით სრულ ამძრავიანი ტრანსმისიის (ოლგრიპ) მოთხოვნა
შეუძლია.
No comments:
Post a Comment