Renault reveals power unit gains
11 მარტი
„რენომ“ თავისი ფორმულა ერთის ჰიბრიდული აგრეგატის ახალი
მოდიფიკაციის ზოგიერთი თავისებურება გაგვაცნო. როგორც ფრანგული კომპანია აცხადებს,
განახლებული აგრეგატი, მის წინამორბედთან შედარებით, 25 პროცენტით მეტ თბურ ენერგიას
აღადგენს. ოღონდ, არ აკონკრეტებს, ეს რის ხარჯზე მოხერხდა. სამაგიეროდ, „რენო
სპორტ ფ1-ის“ მმართველ დირექტორ სირილ აბიტბულის თქმით, აგრეგატი დაახლოებით 5 პროცენტით
ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს. და ხარჯი, ავტომობილის პრაქტიკულად ნებისმიერი
სიჩქარისას არ იცვლება.
აბიტბულის თქმით, ახალი აგრეგატი, მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია საწვავის მოხმარების მხრივ. ყოველივეს გამო, ფრანგული
კომპანია და მისი პარტნიორები - „რედ ბული“ და „ტორო როსო“, ახალი სეზონის წინ
გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
„გასულ სეზონში, მელბურნში სრულიად განსხვავებული
განწყობით ჩავედით. ამჯერად კი ჩვენ გაცილებით კმაყოფილები ვართ“, - ამბობს
აბიტბული (ფოტოზე ყვითელი პერანგით) და დასძენს, რომ სეზონისთვის მზადების
პროცესში, „რენოს“ ახალი აგრეგატებით აღჭურვილმა ავტომობილებმა ჯამში 9 000 კილომეტრზე
მეტი გაიარეს. ტესტების დროს გამოვლინდა, რომ აგრეგატები გამძლე და საიმედოა.
„რა
თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი, „მერსედესთან“ ჩამორჩენის შემცირებაა. ახლა
ამაზე მსჯელობა ძნელია, მაგრამ ტესტებზე მიღებული მონაცემები, დინამომეტრიულ
სტენდზე მიღებულს ემთხვევა და ამტკიცებს, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. რა თქმა
უნდა, მიზნამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ სეზონიც გრძელია და მისი მსვლელობისას
აგრეგატის შემდგომი სრულყოფის საშუალება გვექნება“, - ამბობს აბიტბული.
No comments:
Post a Comment