Motor
racing-Mercedes dominant at Australia GP practice
13 მარტი
მელბურნში, ალბერტ პარკის ტრეკზე სტარტი აიღო ფორმულა
ერთის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა. და პირველივე თავისუფალმა პრაქტიკებმა
აჩვენა, რომ შეგვიძლია, ის გასული სეზონის ერთგვარ გაგრძელებად ჩავთვალოთ -
ტრასაზე ისევ „მერსედესის“ პილოტები დომინირებენ, დანარჩენები სამქიმიანთა „ნასუფრალისთვის“
იბრძოლებენ. ყოველ შემთხვევაში, პირველ ორ პრაქტიკაზე, გერმანული გუნდის ორივე
პილოტი სხვებზე თითქმის წამით წინაა.
ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესი ნიკო როსბერგი იყო,
ვინც გასული სეზონი ავსტრალიაში გამარჯვებით დაიწყო. მან ჯერ 0.029 წამით აჯობს
ლუის ჰამილტონს, შემდეგ კი - 0.100 წამით. ორივემ კი პირველი პრაქტიკის დრო
თითქმის ორი წამით გააუმჯობესა. „რა თქმა უნდა, შესანიშნავი დასაწყისია, რაც კვალიფიკაციის
და რბოლის წინ, თავდაჯერებულობას გვმატებს“, - განცხადა როსბერგმა.
ორი პრაქტიკის ჯამში, სამქიმიანებთან ყველაზე ახლოს
„ფერარის“ პილოტები არიან. სებასტიან ფეტელმა კი „შიდა გარჩევაში“ 0.4 წამით აჯობა
კიმი რაიკონენს. თუმცა ფინელმა განაცხადა, ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა არ იყოო.
სხვათა შორის, მარანელოელთა სისწრაფით გაოცებული დარჩა ფელიპე მასა, რომელმაც
მეორე პრაქტიკაზე, ძრავის გამაგრილებელ სისტემაში წარმოქმნილი გაუმართაობის გამო ვერ
იასპარეზა.
მეორე სესიაზე მისი ხვედრი დანიელ რიკარდომაც გაიზიარა.
მან პირველ პრაქტიკაზეც მხოლოდ ცხრა წრის გავლა შეძლო, შემდეგ კი მის მანქანაზე აგრეგატი
გაჭირვეულდა, რომელიც გამოსაცვლელი გახდა. მაგრამ ახლის დაყენება მეორე პრაქტიკის
დროსაც ვერ მოესწრო.
პირველ პრაქტიკაზე თავი გამოიჩინა ფ1-ის ახალბედა
კარლოს საინს უმცროსმა, ვინც მეოთხე დრო დააფიქსირა. ესპანელი მეორე პრაქტიკაზე
მე-7 დროს დასჯერდა. პირველზე მას მხარი ფ1-ის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, მისმა თანაგუნდელმა
მაქს ფერსტაპენმაც აუბა, ვისაც მე-6 დრო ჰქონდა. მაგრამ ჰოლანდიელი მეორე სესიაზე მე-14
შედეგს დასჯერდა.
როგორც
მოსალოდნელი იყო, „მაკლარენმა“ თავი ვერაფრით გამოიჩინა, თუმცა არავისთვისაა
დასამალი, რომ უოკინგელებისთვის პირველი ეტაპები სატესტო იქნება. ორივე პრაქტიკა
გააცდინა „მენორმა“ , თუმცა ბრიტანული გუნდი იმედოვნებს, რომ კვალიფიკაციისთვის
მომზადებას მოასწრებს.
ავსტრალიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:29.557
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:29.586
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:30.748
4. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:31.014
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.029
6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:31.067
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:31.188
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:31.310
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:31.451
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:31.570
11. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:32.073
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:32.247
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:32.261
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.542
15. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:34.785
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 2:17.782
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) დროის გარეშე
18. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) დროის გარეშე
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) დროის გარეშე
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) დროის გარეშე
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.697
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.797
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:28.412
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:28.842
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:29.265
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:30.016
7. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:30.071
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:30.104
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:30.205
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:30.473
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:30.755
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:30.980
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.387
14. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:31.395
15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:32.303
16. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:33.289
17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) დროის გარეშე
18. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) დროის გარეშე
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) დროის გარეშე
20.
რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) დროის
გარეშე
No comments:
Post a Comment