Motor racing-Engine problems force Ricciardo to miss practice
13 მარტი
ახალი სეზონი დანავსულად დაიწყო „რედ ბულისა“ და
მისი ლიდერის, დანიელ რიკარდოსთვის - ავსტრალიელის მანქანაზე, პირველივე
პრაქტიკისას საჭრო გახდა ძალური დანადგარის შეცვლა. რიკარდომ მხოლოდ ცხრა წრის
გავლა მოასწრო და ძრავის გამო გაჩერდა. მეორე სესია კი იმის გამო გააცდინა, რომ
მის მანქანაზე ძრავის გამოცვლა ვერ მოესწრო.
რა თქმა უნდა, რიკარდო გაწბილებული დარჩა, მაგრამ
თვლის, რომ ეს არაა ის პრობლემა, რომელიც მას რბოლაში ხელს შეუშლის. „ამ პრობლემას
ხვალამდე დავასრულებთ. ამისთვის ბევრი დრო გვაქვს. მეორე სესიის ბოლოს გამოსვლა
შემეძლო, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა“, - ყვება ავსტრალიელი.
ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, გუნდებს
თითო მანქანაზე სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ძრავის გამოყენების უფლება აქვთ.
ცნობისათვის, შარშან ლიმიტი ხუთი ძრავი იყო. დასაშვებზე მეტი აგრეგატის გამოყენების
შემთხვევაში, პილოტს სასტარტო რიგში ადგილების დაკარგვა ემუქრება. მაგრამ რიკარდო
ამბობს, რომ გამოცვლილი ძრავის გამოყენებას გუნდი სეზონის მსვლელობისას გეგმავს.
ანუ, ეს ლიმიტს არ შეუმცირებს.
„არ ვთვლით, რომ ეს პრობლემა, ჩვენს ძრავების
ლიმიტს ავნებს. ასე რომ, ეს არაა დიდი პრობლემა“, - ამბობს რიკარდო და დასძენს ,
რომ ამ შემთხვევამ მას მხოლოდ ავსტრალიური ეტაპისთვის კარგად მომზადებაში შეუშალა
ხელი.
ავსტრალიის დიდი პრიზი 1985 წლიდან ტარდება და ის
ავსტრალიელ მრბოლს არასდროს მოუგია. რიკარდომ გასულ სეზონში მელბურნში მეორე
ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდეგ, საწვავის ხარჯვის მზომი სენსორის დაზიანების გამო,
რაც დაუშვებელია, სტიუარდებმა მისი შედეგი გააუქმეს.
„რედ ბულს“ ძალური დანადგარის შეცვლის მიზეზი არ
დაუზუსტებია.
No comments:
Post a Comment