Renault says last-minute push to blame for F1
woes
17 მარტი
„რენო“ აცხადებს, რომ ავსტრალიის დიდ პრიზზე „რედ
ბულის“ ჩავარდნა იმის ბრალია, რომ სეზონისთვის მზადების პროცესში, ძრავის
სრულყოფის ძალიან აგრესიული მეთოდოლოგია გამოიყენეს. თუმცა იქვე ირწმუნება, რომ ამ
პრობლემას მალე გამოასწორებს. ამ პრობლემების გამო, ფრანგულმა კომპანიამ თავისი
ავსტრიელი პარტნიორისგან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.
დანიელ რიკარდოს პირველივე პრაქტიკის დროს დაუზიანდა
ძრავი, რომელიც შესაცვლელი გახდა. კვალიფიკაციასა და რბოლაში კი მას სიჩქარე აკლდა.
საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, რაც აშკარად არაა დამაკმაყოფილებელი „რედ
ბულისთვის“. უფრო მეტიც, ავსტრალიელი მრბოლი, გამარჯვებულ ლუის ჰამილტონს ერთი
წრით ჩამორჩა. მისი უსწრაფესი წრე კი ჰამილტონისაზე თითქმის ორი წამით მეტი იყო.
ავსტრიული გუნდის შეფი კრისტაინ ჰორნერი ამბობს,
რომ ძრავი უმართავია, ტექნიკური მრჩეველი ედრიან ნიუი კი ამბობს, რომ შექმნილ
სიტუაციაში, „გვირაბის ბოლოს შუქს ვერ ხედავს“. სწორედ ამ დროს, „რენოს“ მმართველმა
დირექტორმა სირილ აბიტბულმა აღიარა, რომ „რენო“ მეტისმეტად აგრესიულად მიუდგა
ძრავის სრულყოფის პროცესს. ეს კი, თავის მხრივ, „რედ ბულის“ მიერ დასახული განვითარების
„უკომპრომისო“ გეგმის შესაბამისად მოხდა.
„ჩვენ ბოლო მომენტში შევიტანეთ ძრავში ცვლილებები,
რომლებსაც ჩვენ მიერ დამკვიდრებული, ვარგსიანობის დადგენის სრული პროცესი არ
გაუვლია. მელბურნში პრობლემები სწორედ ამ ცვლილებებმა წარმოქმნა. ახლა სწორედ მათს
გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ამისათვის, სეპანგში ჩასვლამდე, ფაბრიკაში დაბრუნებამ
მოგვიწია. ჩვენ ძალიან აგრესიულ რეჟიმით მუშაობა გვიწევდა, რადგან „რედ ბულმა“ განვითარების
უშეღავათო გეგმა დაგვისახა. 37 წელია, რაც ფ1-ის ძრავებს ვაწარმოებთ და ვიცით, რაც
უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს აბიტბული.
ის დასძენს, რომ გასული სეზონის მაგალითზე
შესაძლებელია იმის თქმა, რომ კვლავაც შესაძლებელია სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება.
მაგრამ იღბლის დაუხმარებლად, „მერსედესის“ დამარცხება შეუძლებლად მიაჩნია: „გასულ
სეზონში რომ მეთქვა, სამ რბოლას მოვიგებდით, დამცინებდით. მოვიგეთ რბოლები ჩვენი
მანქანის უპირატესობის წყალობით? არა. ბევრი რამის სწრაფად შეცვლა ამჯერადაც
შეგვიძლია, მაგრამ „მერსედესთან“ მაშინვე ბორბალი-ბორბალში პაექრობა შეუძლებელი
იქნება“.
აბიტბული
იმასაც მიანიშნებს, რომ მარტო ძრავების ხარჯზე მეტოქეების დამარცხება შეუძლებელი
იქნება და გუნდმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შასი და აეროდინამიკა დახვეწოს. მანვე
დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რენო“ რომელიმე არსებული გუნდის (ყველაზე
მეტად, ტორო როსოს) შეძენას და საკუთარი სახელით ასპარეზობას აპირებს. მაგრამ ამ
ეტაპზე, პრიორიტეტი ძრავის პრობლემების მოგვარებაა.
No comments:
Post a Comment