Hockenheim rules out hosting German GP
17 მარტი
დიდი ალბათობით, ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონი,
გერმანული ეტაპის გარეშე დარჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰოკენჰაიმრინგი რბოლის
მასპინძლობაზე კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. არადა, ახლახანს ბერნი ეკლსტოუნმა
განაცხადა, რომ ჰოკენჰაიმრინგი ერთადერთი გერმანული ტრეკია, რომელსაც გერმანიის დიდი
პრიზის მასპინძლობა შეუძლია.
პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ნურბურგრინგმა,
რომელსაც ორ ტრეკს შორის არსებული შეთანხმებით, წლევანდელი რბოლისთვის უნდა
ემასპინძლა, ფინანსური პრობლემების გამო, რბოლის ჩატარებაზე უარი თქვა. ერთადერთ
იმედად ჰოკენჰაიმრინგი რჩებოდა, მაგრამ მისმა დირექტორმა გეორგ სეილერმა განაცხადა,
რომ ბილეთების გასაყიდად საკმარისი დრო არ რჩება, რის გამოც, ეტაპის ორგანიზებას
ვერ შეძლებს.
„ჩვენ არ ვაპირებთ წელს რბოლის ჩატარებას. უბრალოდ,
საკმარისი დრო არ დარჩა იმისათვის, რომ ბილეთების გაყიდვა შევძლოთ. ორგანიზებისთვის
საჭირო დრო ამოიწურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზების ხარისხი სასურველ დონეზე
ვერ იქნება“, - ამბობს სეილერი.
გერმანიის
დიდი პრიზი 19 ივლისს არის დანიშნული. თუ გერმანული ეტაპი კალენდრიდან ამოვარდა,
მაშინ იქ 19 რბოლა დარჩება.
No comments:
Post a Comment