New Land Rover Defender Edges Nearer to 2016
Debut as Concept Vehicle
16 მარტი
ეს ავტომობილი 1948 წელს დაიბადა და 1983 წლამდე
პირველი, მეორე და მესამე სერიების სახით გამოდიოდა. შემდგი ორი წლის
განმავლობაში, ამ ავტომობილს ინდექსად 90, 110 და 127 ეწერა. 1985 წელს კი
პირველად გამოჩნდა სახელი „დიფენდერი“, რომელიც ახლანდელი სახით მალე მოიხსნება
კონვეიერიდან. თუმცა, არც მისი შემცვლელი გვალოდინებს დიდხანს.
როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ მარკეტინგის დირექტორ
ფილ პოპჰემს აქვს ნათქვამი, ახალ „დიფენდერს“ კონცეპტუალური სახით მომავალ წელს
ვნახავთ, მისი სერიული ვერსიის წარმოება კი 2018 წელს დაიწყება. პოპჰემი დასძენს,
რომ ახალი „ლენდი“ შესახედავადაც უფრო მომხიბვლელი იქნება, ვიდრე მისი
ლეგენდარული, საკმაოდ უხეში გარეგნობის „დიფენდერი“. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ახალი
ავტომობილი გარეგნულად, დაახლოებით 70 პროცენტით კონცეპტ DC100-ს დაემსგავსება,
რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ 2011 წელს გვიჩვენა (ფოტოზე).
ამჟამად ავტომობილი შემუშავების და ტესტირების
პროცესშია და მას კომპანიაში კოდური სახელით - L663 მოიხსენიებენ. კომპანია
ჯერჯერობით კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს, მაგრამ დიდი ალბათობით,
ავტომობილს მყიდველს მინიმუმ ხუთი ტიპის ძარით შესთავაზებენ. მათ შორის იქნება მოკლებაზიანი
მეტალის სახურავით და ორი კარით; მოკლებაზიანი ორი კარით, მაგრამ რბილი სახურავით;
გრძელბაზიანი ოთხკარიანი, მეტალის სახურავით; მოკლებაზიანი ორი კარით, პიკაპის
ძარით და გრძელბაზიანი ოთხკარიანი, პიკაპის ძარით.
რაც შეეხება ძრავებს, აქ ბრიტანულ კომპანიას შესანიშნავი
არჩევანი აქვს სერია ინჯენიუმის 2.0-ლიტრიანი, ძალიან ეფექტური ტურბო ძრავების
(ბენზინის და დიზელის) სახით. გარდა ამისა, გამაში შევა 3.0-ლიტრიანი V6 მექანიკური
დამჭირხნით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენზე მეტია.
რაც შეეხება ტრანსმისიებს, არჩევანში შევა 6-საფეხურიანი
მექანკური და 9-საფეხურიანი ავტომტური გადაცემათა კოლოფები. ორივე კოლოფის
შემთხვევაში, ოპციის სახით მყიდველს დამადაბლებელი კოლოფის და ორი დიფერენციალის
ბლოკირების შეკვეთაც შეუძლია.
რაც
შეეხება შასის (D7), ის „რეინჯ როვერის“ ალუმინის პლატფორმა PLA-ს არქიტექტურაზეა
ბაზირებული. მისი მთავარი ღირსება სიმსუბუქეა. გარდა ამისა, არის მტკიცე და მაღალ
გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგი.
No comments:
Post a Comment