2016 Ford
EcoSport Loses Exterior Spare Wheel, Gets Equipment and Handling Updates
18 მარტი
„ფორდმა“
თავისი ყველაზე პატარა ქროსოვერი „ეკოსპორტი“ განაახლა, რის შემდეგაც, პირველად
ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა. ამიერიდან, ავტომობილის გამაში უფრო მძლავრი დიზელის
ძრავიც შევა. ამასთან, სათადარიგო ბორბალმა ავტომობილის უკანა კარის სპეციალური
სამაგრიდან, საბარგულში გადაინაცვლა.
განახლებული „ეკოსპორტის“
კონსტრუქციაში გამოყენებულია ხმოვანი იზოლაციის ახალი მასალები, რისი წყალობითაც,
სალონში ხმაურის და ვიბრაციის დონე შემცირდა. რაც მთავარია, მოდიფიკაცია ჩაუტარდა ქროსოვერის
დაკიდების სისტემას, რომელშიც ზამბარები და ამორტიზატორები შეიცვალა. 10
მილიმეტრით, 190 მილიმეტრამდე შემცირდა ავტომობილის კლირენსი. სიახლეებია
სალონშიც, სადაც შეიცვალა მაჩვენებლების დაფის დიზაინი, პოზიცია შეუცვალოს სადგომი
მუხრუჭის ბერკეტს.
განახლებული „ეკოსპორტის“
ძრავების გამაში შემავალი ყველა ძრავი უკვე აკმაყოფილებს ევრო6 სტანდარტს. ამასთან,
1.5-ლიტრიანი დიზელის ძრავის სიმძლავრე 91-დან 96 ცხენის ძალამდე გაიზარდა. გარდა
ამისა, ქროსოვერი 17-დუიმიან ბორბლებზე დადგება. გარდა ამისა, მყიდველს „ზამთრის
პაკეტს“ შესთავაზებენ, რომელშიც შევა საქარე შუშის და გარე სარკეების, ასევე წინა
სავარძლების გამათბობლები.
No comments:
Post a Comment