Star engineer Rory Byrne is helping Ferrari's
revolution
24 თებერვალი
ფორმულა ერთის ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი ინჟინერი
რორი ბერნი „ფერარის“ დაუბრუნდა. ოღონდ არა როგორც ტექნიკური გუნდის სრულფასოვანი
წევრი, არამედ როგორც ტექნიკურ დირექტორ სიმონე რესტას მრჩეველი. ბერნი 2000-იანი
წლების დასაწყისში, „ფერარის“ ოცნების გუნდის წევრი იყო. მასთან ერთად, მარანელოელთა
გამარჯვებებში ჟან ტოდტი, როს ბრაუნი და რა თქმა უნდა, მიხაელ შუმახერი მონაწილეობდნენ.
რორი ბერნი 71 წლისაა და დიდი ხანია, ფ1-ის
პროექტებში აღარ მონაწილეობს. ის ტაილანდში ცხოვრობს. მაგრამ გასული სეზონის
ბოლოდან, „ფერარის“ ბაზაზე სტუმრობას მოუხშირა. იტალიური საჯინიბოს შეფმა მაურიციო
არივაბენემ დაადასტურა, რომ ბერნი რესტას მხარდამჭერად მიიწვია. გამოცდილი ინჟინერი
მარანელოში ნოემბრიდანაა და ახალი მანქანის შემუშავებაში ირიბად მონაწილეობდა.
სამხრეთაფრიკელის დახმარება მითუფრო მნიშვნელოვანია,
რომ რეორგანიზაციის პროცესში, „ფერარი“ ისეთმა ძლიერმა სპეციალისტებმა დატოვეს, როგორებიც
არიან ბერძენი ნიკოლას ტომბაზისი (მთავარი დიზაინერი იყო) და ინგლისელი პეტ ფრაი (ტექნიკური
დირექტორი).
„რორის დიდი ხანია, ვიცნობ. მე მას ველაპარაკე მას
და ვკითხე, შეძლებდა თუ არა ჩვენთან მუშაობას. და მის თვალებში შუქი დავინახე.
ჩემს თავს ვუთხარი - „ეს დაუჯერებელია“. მან ბავშვური ენთუზიაზმი გამოავლინა, რითაც
ძალიან გამაკვირვა“, - ყვება არივაბენე და დასძენს: „ერთ საღამოს, რესტორანში რორი
ვნახე, რომელიც ძალიან, ძალიან სწრაფად ჭამდა. ვეუბნები, რორი, დამშვიდდი, სად
გეჩქარება? მან კი მიპასუხა: „სასწრაფოდ ქარხანაში უნდა დავბრუნდე, რომ რესტას
შევხვდე“. ეს წარმოუდგენელია“.
არივაბენე
ამბობს, რომ ბერნის დაბრუნება, წამყვან ტექნიკურ პერსონალთან შეათანხმა, მათ
შორის, ჯეიმს ელისონთანაც (ტექნიკური დირექტორი). „ამაზე ჯეიმსს ველაპარაკე და მან
მითხრა - „რატომაც არა? ძალიანაც კარგი“. რორი სიმონესთან მუშაობს, როგორც მისი
დამრიგებელი, საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. და მანქანის ზოგიერთ დეტალზე თავადვე
მუშაობს. რორის ბევრი რამ აქვს მოგებული. ასეთი დამრიგებლის ყოლა სიმონესთვის საუკეთესო
ეტაპია. თან, მას ასეთი ენთუზიაზმი აქვს“.
No comments:
Post a Comment