Ford to produce a range of cleaner diesel engines
at Dagenham
21 ოქტომბერი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ დამატებით 190 მილიონი
გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს დაგენჰემის ქარხნის მოდერნიზაციაზე,
რისი მიზანიც, ამ ქარხანში 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავების წარმოებაა. ამ ძრავებით
მსუბუქი ავტომობილების გარდა, კომერციული ავტომობილებიც აღიჭურვება. ქარხნის მოდერნიზაცაში
მონაწილეობას ბრიტანეთის მთავრობაც მიიღეს. შედეგად, მასში დასაქმებულთა რაოდენობა
318-ით გაიზრდება.
„ფორდის“ დაგენჰემის ქარხანასთან დაკავშირებული
გეგმა ორსაფეხურიანია. პირველი საფეხურის შესაბამისად, მასში 287 მილიონი გირვანქა
სტერლინგის ინვესტიცია ჩაიდო, რისი მიზანიც, კომერციული ავტომობილებისთვის დიზელის
ძრავების წარმოების დაწყება იყო. პირველ ასეთ ძრავს აღმოსავლეთ ლონდონში არსებული ქარხანა
მომავალი წლის ბოლოს გამოუშვებს. მისი წლიური წარმადობა 350 000 აგრეგატია. როგორც
ამერიკული კომპანია აცხადებს, ეს ძრავები ძალიან მცირე რაოდენობით აზოტის ოქსიდს (Nox)
გამოჰყოფს და რაც ასევე მთავარია, დააკმაყოფილებს ლონდონის ულტრა მცირე გამონაბოლქვის
ზონების მოთხოვნებს, რომლებიც 2020 0 წელს ამოქმედდება.
მეორე ტრანში, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი,
მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი დიზელის აგრეგატების წარმოებისთვისაა.
ქარხანა ამ ძრავებს 2017 წლიდან გამოუშვებს. მათი წლიური წარმადობა 150 000
ავტომობილია. პირველ აგრეგატს ქარხანა 2018 წელს გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ
ორივე ტიპის ძრავები „ფორდის“ დანტონის (ესექსი) ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული.
ამერიკულ
კომპანიას ბრიტანეთში ძრავების ორი ქარხანა აქვს. ბრიჯლენდში (უელსი) ბენზინის
ძრავებს აწარმოებს, დაგენჰემში კი - დიზელისას. შარშან ორივე ქარხანამ ჯამში 1.5
მილიონი ძრავი გამოუშვა.
No comments:
Post a Comment