Range Rover Evoque Now Made in China As Well
21 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ისტორიაში პირველი
არაბრიტანული ქარხანა ჩინეთში, თავის პარტნიორთან, კომპანია „ჩერი ავტომობილთან“
ერთად გახსნა. ქარხანა ქალაქ ჩანჩუში მდებარეობს და იქ უკვე დაიწყო „რეინჯ როვერ
ევოუკის“ წარმოება. 2016 წლიდან კი იმავე ქარხანაში ბრიტანული კომპანია კიდევ ორი
მოდელის წარმოებას დაიწყებს.
პარტნიორ კომპანიებს ახალ ქარხანაში 1.78 მილიარდი
დოლარის ინვესტიცია აქვთ ჩადებული. მისი წლიური წარმადობა 130 000 ავტომობილია და
იქ მათ მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის გამოუშვებენ. სავარაუდოდ, „ევოუკის“ შემდეგ, ჩანჩუს
ქარხანაში სედან „იაგუარ XE-ს“ და უგზოობის „ლენდ როვერ დისქავერი სპორტის“
წარმოება დაიწყება. ეს უკანასკნელი, სწორედ „ევოუკის“ პლატფორმაზეა ბაზირებული.
ქარხანა შანჰაის ჩრდილოეთით, ჩანშუს ეკონომიკური
განვითარების ზონაში მდებარეობს. მას 400 000 კვადრატული მეტრის ფართობი უკავია.
ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა ორ წელიწადს გაგრძელდა. მასში უახლესი ტექნოლოგიებია
გამოყენებული, რომლებიც ალუმინის დეტალების წარმოების საშუალებას იძლევა. ცნობისათვის,
„იაგუარ XE-ს“ ძარის თითქმის 75 პროცენტი სწორედ ალუმინისგანაა დამზადებული.
„ამ მსოფლიო დონის ქარხნის ამოქმედება, მნიშვნელოვანი
მიღწევაა „იაგუარ ლენდ როვერისთვის“. რაც „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება
დავიწყეთ, ამ ავტომობილის ყოველ მეხუთე ეგზემპლარს ჩინეთში ვყიდით. და ჩვენი
გადაწყვეტილება, ვაწარმოოთ ის ჩანგშუში, არის ჩვენი სურვილის - მივყიდოთ ჩინელებს
რაც შეიძლება მეტი ჩინური ავტომობილი, განხორციელების საშუალება“, - ამბობს „იაგუარ
ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რალფ შპეტი.
სხვათა
შორის, ჩინეთი უკვე „იაგუარ ლენდ როვერისთვისაც“ გასაღების უდიდესი ბაზარია.
ბრიტანულმა კომპანიამ შარშან იქ 100 000 ავტომობილზე მეტი გაჰყიდა.
No comments:
Post a Comment