დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 2, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებას ცდილობს

JLR intensifies efforts to meet tough EU CO2 target
2 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ყველა ღონეს იხმარს, რათა თავისი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა თანდათან შეამციროს, რითაც ევროკავშირის მიერ მოწონებულ, 2021 წლიდან ასამოქმედებელი რეგლამენტის შესრულებას შეძლებს. როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ წარმოების განვითარების შეფი ვოლფგანგ ციბარტი ამბობს, ამ მიზნის მისაღწევად, ბრიტანული კომპანია პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებსაც გამოუშვებს.
გარდა ამისა, სასურველი მიზნის მისაღწევად, პრემიუმ ავტომობილების ბრიტანელი მწარმოებელი, თავისი ავტომობილების წონის შემცირებასაც ცდილობს, რისთვისაც მათს სტრუქტურაში ინტენსიურად იყენებს ალუმინს და სხვა მსუბუქ მასალებს. მალე კი დაიწყება სერია ინჯენიუმის მცირელიტრაჟიანი და ძაიან ეფექტური, ბენზინის და დიზელის ძრავების წარმოება. ციბარტი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, აგრეგატებში ელექტრული ძრავების წილი თანდათან გაიზრდება. ამასთან, ელექტრო ძრავები უფრო გაძლიერდება, შიდაწვისა კი - დაპატარავდება.
ცნობისათვის, ამჟამად „იაგუარ ლენდ როვერის“ ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა, ყოველ კილომეტრზე 180 გრამია. 7 წლის წინათ ეს მაჩვენებელი 242 გრამი იყო. მორიგი 7 წლის შემდეგ კი 132 გრამი უნდა იყოს. და თუ კლების დინამიკას გადავხედავთ, ეს სრულიად მიღწევადი ზღვარია. და ციბარტი ამბობს, რომ ინჟინრებს აქვთ საშუალებები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას შესაძლებელის გახდის.
მისი თქმით, კლების ნაწილის მიღწევას შესაძლებელს გახდის ახალი (სერია ინჯენიუმ) ძრავების გამოყენება. ამ ძრავებს პირველად „იაგუარის“ საშუალო ზომის უახლეს სედან XE-ზე გამოიყენებენ. შემდეგ კი ის „ლენდ როვერის“ უახლეს „დისქავერი სპორტზეც“ გამოჩნდება. ამ სერიის ყველაზე ეკონომიური დიზელის ძრავის გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა 100 გრამზე ნაკლები იქნება.
საინტერესო ფაქტი: იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ევროპის ბაზარზე წლიურად 10 000-დან 300 000-მდე ავტომობილს ჰყიდიან, გამონაკლისია დაშვებული. კერძოდ, მათ უფლება აქვთ, 2007-2021 წლებში, გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა 45 პროცენტით შეამცირონ. იმს კომპანიებისთვის კი, რომლებიც ამ გამონაკლისის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ, ნახშირორჟანგის ზღვრული მაჩვენებელი 95 გრამია ყოველ კილომეტრზე (ახლანდელი 132 გრამიდან).
გერმანიის მთავრობის წყალობით, შეღავათი მიიღეს პრემიუმ ავტომწარმოებლებმაც (მერსედეს-ბენცი, ბეემვე, ვოლვო და სხვა), თუმცა მათი ზღვრული დონე 100 გრამზე ოდნავ მეტია. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მათთვის დაწესებულ საერთო ზღვრულ ნორმებს ვერ შეასრულებენ, მათ სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

No comments:

Post a Comment