Final Bugatti Legend Model is Dedicated to
Company Founder
8 აგვისტო
„ბუგატიმ“ სერია „ლეგენდების“ მეექვსე ავტომობილი,
თავისი დამაარსებლის, ეტორე ბუგატის სახელით მონათლა. და ამ ავტომობილს პირველად
კალიფორნიაში, მონტერეის პებლ ბიჩის საავტომობილო კვირეულზე წარადგენს. იქვე ფრანგული
კომპანია ამ სერიის ექვსივე ავტომობილს გამოფენს და ყველა მათგანი, პებლ ბიჩის ელეგანტურობის
კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
საწვავის ავზის ხუფზე, ეტორე ბუგატის ხელმოწერაა ამოტვიფრული. ლოგო EB პლატინისგანაა დამზადებული. სალონში ორი ტიპის ტყავია გამოყენებული. ერთია ხბოს ტყავი, რომელიც ყავისფერია (ფერის სახელია ბრუნ კავალიე), მეორე კი არის მარკა „კორდოვანი“, რომელიც უფრი ღია ყავისფერია. ლურჯი ფერის კარბონის დეტალებს სალონშიც, კარის შიდა პანელზე ნახავთ. სავარძლებს შორის არსებულ პანელზე „მოცეკვავე სპილოს“ გამოსახულება მოთავსდა. ეს ის სპილოა, რომელიც ეტორეს ძმამ, მოქანდაკე რემბრანდტ ბუგატიმ შექმნა და რომელიც „ტაიპ 41-ის“ რადიატორის ხუფს ამშვენებდა.
ეტორეს სახელობის „ვეირონიც“ აღჭურვილია 8.0-ლიტრიანი
W16 ძრავით, რომელიც ოთხი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 1 200 ცხენის ძალას და 1 500
ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ აგრეგატით ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის
ასაკრეფად 2.6 წამი ჰყოფნის, ორასამდე აჩქარებას 7.1 წამს ანდომებს, 300 კმ/სთ
სიჩქარეს კი 16 წამში ავითარებს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 408.84
კმ/სთ-ს აღწევს.
„ბუგატი“ თავისი დამაარსებლის სახელობის მხოლოდ სამ
ავტომობილს გამოუშვებს და თითოეულ მათგანს 2.35 მილიონი ევროს ფასად გაჰყიდის.
No comments:
Post a Comment