დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 8, 2014

„ჯინეტა-ჯუნომ“ LMP3 პროტოტიპის დიზაინი შეიმუშავა

Ginetta-Juno reveals LMP3 prototype design
8 აგვისტო
ჯერ ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ავტო კლუბმა (ACO) სრულიად ახალი, LMP3 პროტოიპის კლასის დაარსება გვამცნო. და აი, უკვე გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ახალი რეგლამენტის შესაბამისი ავტომობილის პროექტი შეიმუშავა. ესაა ბრიტანული „ჯინეტა“, რომელმაც ამ პროექტის განსახორციელებლად, სპეციალურად შეიძინა ასევე ბრიტანული „ჯუნო“, რომელიც სარბოლი ტექნიკის წარმოებაზეა სპეციალიზებული.
სხვათა შრის, „ჯუნო“ „უილიამსის“ ფ1-ის გუნდის ყოფილი ინჟინრის, იუენ ბალდრის მიერაა დაარსებული. ეს კომპანია უკვე ათი წელია, მუშაობს და დიდი გამოცდილებაც დააგროვა. ახალი დახურული სარბოლი პროტოტიპის ჩვენებით, ერთ ჭერქვეშ გაერთიანებულმა ორმა კომპანიამ, LMP3 კლასის რბოლებში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.
ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ შასიზე აიგება. გარეგნულად ის უფრო მაღალი, LMP1 და LMP2 კლასის პროტოტიპების მსგავსი იქნება. გაბარიტებითაც ისინი ერთნაირია, მხოლოდ დაბალი კლასის ბოლიდები 15 სანტიმეტრით მოკლეა. „ჯინეტა-ჯუნოს“ პროტოტიპს მამოძრავებელი ძალით 420-ცხენისძალიანი V8 ძრავი უზრუნველყოფს, რომლის მწარმოებელიც ჯერჯერობით არ დასახელებულა. თუმცა ცნობილია, რომ რეგლამენტით, ყველა მწარმოებელს ძრავებით ერთიდაიგივე კომპანია მოამარაგებს.
„ჯინეტა-ჯუნო“ თავისი ავტომობილის ევროპისა და აზიის ლე მანის სერიებში გამოყვანას გეგმავს. მთავარი მიაზი კი ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობაა. სხვათა შორის, „ჯენეტამ“ ლე მანზე ოთხი წლის წინთ იასპარეზა და მაშინ „ციტეკის“ პროტოტიპი გამოიყენა. მათგან ერთ-ერთს ფ1-ის ჩემპიონი ნაიჯელ მენსელი და მისი შვილები - გრეგი და ლეო პილოტირებდნენ.

No comments:

Post a Comment