Alonso, Hamilton say Ricciardo among F1's best
5 აგვისტო
ამ სეზონში მოპოვებული ორი გამარჯვებით, „რედ ბულის“
ახალი წევრი დანიელ რიკარდო ნამდვილ აღმოჩენად იქცა არამხოლოდ ფ1-ის
მოყვარულთათვის, არამედ თავად ტოპ პილოტებისთვისაც. ხუმრობა ხომ არ არის -
ავსტრალიელმა თვით მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი თანაგუნდელის, სებასტიან ფეტელის
დაჩრდილვაც კი შეძლო.
სხვათა შორის, პადკში გავრცელდა ხმები იმის
შესახებ, რომ „ჰონდასთან“ პარტნიორობის დაწყების წინ, „მაკლარენი“ ტოპ პილოტის
ძიებაშია. ასეთად უოკინგელებს სამი პილოტი ჰყავთ შერჩეული - ფერნანდო ალონსო,
ფეტელი და ლუის ჰამილტონი. თუმცა ბოლო ინფორმაციით, ამ სიას უკვე რიკარდოც დაემატა,
რომელმაც მსოფლიო ჩემპიონ გუნდში, მის იუნიორ გუნდ „ტორო როსოდან“ გადაინაცვლა.
25 წლის რიკარდო ფეტელზე ორი წლით უმცროსია. სხვათა
შორის, მის მსგავსად, ფეტელმაც „როტო როსოში“ გამოიჩინა პირველად თავი. ამ სეზონში
ავსტრალიელი აშკარად უკეთ შეეგუა ახალ რეგლამენტს და ორი გამარჯვებაც მოიპოვა. თანაც,
კანადისგან განსხვავებით, უნგრეთში გამარჯვებას „მერსედესებთან“ ბრძლაში მიაღწია.
და გზად ჰამილტონს და ალონსოს გაასწრო.
უნგრული რბოლის შემდეგ ალონსოს ჰკითხეს, თვლის თუ
არა რიკარდოს ტოპ პილოტად, რაზეც ესპანელმა უპასუხა: „რა თქმა უნდა! ვფიქრობ, ის
ჩემპიონ გუნდს ლიდერობს და ეს ყველაფერზე მეტყველებს“. მას ჰამილტონიც დაეთანხმა: „ის
არამხოლოდ პადოკში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნ ადამიანია ურთიერთობაში, არამედ ერთ-ერთი
საუკეთესო მრბოლიცაა“.
უნგრეთში თავისი თანაგუნდელის წარმატებაზე ფეტელმა
თქვა, ხელსაყრელ მომენტში საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და მაგიტომ მოიგოო. ერთი მხრივ
მართალია, უსაფრთხოების მანქანამ ოზ მრბოლს გამარჯვებაში ხელი შეუწყო, მაგრამ
ჩათვალეთ, რომ ეს იმის კომპენსაცია იყო, რომ „რედ ბული“ ამ სეზონში „მერსედესის“ დონეს
ვერ ქაჩავს. უსაფრთხოების მანქანამ კი მათ შორის არსებული ჰანდიკაპი აღმოფხვრა.
„მას გაუმართლა, იღბალიც მის მხარეს იყო, როცა
ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, მერე კი დანიელმა ყველაფერი კარგად
გააკეთა“, - გერმანულ ჟურნალ“აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას თქვა ფეტელმა,
რომელიც რბოლამდ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაშიც სჯობდა რიკარდოს, მაგრამ ყველაზე საჭირო
მომენტში მაინც ავსტრალიელმა აჯობა.
No comments:
Post a Comment