Not so New Ford Mondeo to Feature LED Lights in
Europe, Priced from €27,150 in Germany
6 აგვისტო
ახალ „მონდეოს“ ევროპის ბაზარზე დაუგვიანდა. მას
მყიდველიც ელის და თავად „ფორდიც“ - მყიდველს ხარისხიანი და სრულყოფილი ავტომობილი
სურს, „ფორდს“ კი ავტომობილი, რომელიც ძველ კონტინენტზე მის გაყიდვებს გაზრდის და
ამ ბაზარზე კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. და რა გასაკვირია, რომ ცისფერი ოვალი
მყიდველს ახალ „მონდეოზე“ ისეთ სიახლეს შესთავაზებს, რომლითაც ევროპელი მყიდველი
განებივრებული არ ჰყავს.
ეს სიახლე შუქდიოდური (LED)
ფარებია, რომელიც მკვეთრი შუქითაც გამოირჩევა, ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს და,
რასაც ცისფერი ოვალი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, დზაინრებს მეტ თავისუფლებას
აძლევს. კერძოდ, მათ შეძლეს, ავტომობილი წვრილი ფარებით აღეჭურვათ, რისი
წყალობითაც, მას უფრო კოხტა გარეგნობა მიანიჭეს.
„ჩვენ გვინდოდა, რომ ახალი „მონდეო“ ძალიან წვრილი
ფარებით აღგვეჭურვა და LED ტექნოლოგიამ სწორედ ამის საშუალება მოგვცა. ჩვეულებრივი
ჰალოგენური რეფლექტორიანი ფარების გამოყენების შემთხვევაში, ისინი ასეთი წვრილი
ვერ გამოვიდოდა“, - ამბობს „ფორდის“ მთავარი დიზაინერი კრის ჰამილტონი.
შუქდიოდური ელემენტები ძალიან პატარებია, რისი
წყალობითაც, დიზაინერებს ავტომობილის ექსტერიერზე მუშაობისას, მეტი თავისუფლება
აქვთ. ამის შედეგი კი დახვეწილი, აეროდინამიკური ფორმის ფარებია. „წვრილი ფარებით,
შეგიძლიათ ავტომობილის ექსტერიერს მეტი მიზანმიმართულობა, აგრესიულობა შესძინოთ“,
- ამბობს „ფორდ დიზაინის“ მენეჯერი პოლ ვრეიტი.
ყველა სიკეთესთან ერთად, შუქდიოდური ფარები
სითბოსაც ნაკლებად გამოჰყოფს და ამის წყალობით, პლასტიკსაც უკეთ ეგუება და მასში
პლასტიკისგან დამზადებული შიდა ლინზების გამოყენების საშუალებასაც იძლევა. ეს კი
ფარების წონის შემცირებას იწვევს.
რაც
შეეხება ახალი „მონდეოს“ პრემიერას, როგორც ცისფერი ოვალი ამბობს, სედან „ფიუჟნის“
ტყუპისცალი ევროპაში წლის ბოლომდე გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს
უკვე ორი წელი დაუგვიანდა (ფიუჟნის ამერიკულ დებიუტთან შედარებით). თუმცა, გერმანიაში
მასზე შეკვეთების მიღება 1 აგვისტოს დაიწყო. იქ ახალი „მონდეო“ 27 150 ევრო ღირს
და ამ ფასში, დამატებითი ღირებულების გადასახადიც (19 პროცენტი) არის გათვალისწინებული.
No comments:
Post a Comment