Land Rover Discovery Sport to debut on September
3
7 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ უახლეს მოდელ
„დისქავერი სპორტის“ მსოფლიო პრემიერა 3 სექტემბერს გაიმართება. ამასთან
დაკავშირებით, ბრიტანულმა კომპანიამ ვიდეო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც მისი
მრავალმხრივი და უმძიმესი ტესტების ამსახველი მომენტები ჩანს. ცნობისათვის,
„დისქავერი სპორტი“ პირველი ავტომობილია „დისქავერის“ უახლეს ოჯახში, რომელიც
რამდენიმე ავტომობილს და მათს სპეც ვერსიებს გააერთიანებს. თავად „დისქავერი
სპორტი“, კომპაქტური „ფრილენდერის“ შემცვლელია.
დებიუტანტი ამჟამად ტესტების ბოლო სერიას გადის. ამ
დანშნულებით, „იაგუარ ლენდ როვერმა“ სულ მისი 181 ცალი პროტოტიპი დაამზადა, რომლებმაც
ჯამში 1.2 მილიონი კილომეტრი გაიარეს. ტესტები ტარდებოდა როგორც ემირატების ქვიშიან
უდაბნოში, ასევე ქვიან გზებზე, გაუვალ ტალახში, არქტიკის გაუსაძლის ყინვასა და
მოყინულ გზაზე, ასევე ასფალტსა და სარბოლო ტრეკებზეც კი. სულ 11 720 ტესტი
ჩატარდა, რომელთა დროსაც, ჰაერის ტემპერატური ხან მინუს 36 გრადუსი იყო, ხან კი - პლუს
42 გრადუსი.
ტესტების დროს, საცდელმა პროტოტიპებმა ზღვის დონიდან
4 000 მეტრის სიმაღლეზეც გაიარეს. ავტომობილების 40-45-გრადუსიანი დახრილობის აღმართზე
და დაღმართზე გავლა. უგზოობის ტესტებისას, ავტომობილმა არაერთხელ გადაიარა სპეციალურად
მოწყობილ ორმოებზე, რომელთა სიღრმეც 600 მილიმეტრსაც კი აღწევდა. ეს ყველაფერი
გაკეთდა იმისათვის, რომ ახალ ავტომობილს დაემტკიცებინა - ის ღირსია იმისა, რომ „ლენდ
როვერის“ ემბლემას ატარებდეს.
„დისქავერი
სპორტის“ ტესტებში, „ლენდ როვეს“ პარტნიორობას კოსმოტურისტული კომპანია „ვირჯინ
გალაქტიკი“ უწევდა. როგორც ცნბილია, ეს კომპანია თავისი აქტივობისას, კერძოდ კი
თავისი ტურისტების მომსახურებისას, სწორედ „დისქავერი სპორტს“ გამოიყენებს.
ტესტების პროცესში, პარტნიორი კომპანიები ერთმანეთს ინჟინრულ და პროექტირების
გამოცდილებას უზიარებდნენ.
No comments:
Post a Comment