Jaguar XE Has 75 Percent Aluminum Body, Does
Wonders for Fuel Economy
5 აგვისტო
მალე, კერძოდ კი 8 სექტემბერს, საავტომობილო ბაზარს
უახლესი სედანი „იაგუარ XE“ მოევლინება. კატები თავიანთი სიახლის პრეზენტაციას
ლონდონში ჩაატარებენ. თუმცა, თავიანთ ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილის
შესახებ ინორმაციას, დებიუტამდე მცირე ულუფებად გვაცნობენ. მორიგი ასეთი ულუფა
გვაუწყებს, რომ ახალი ავტომობილი, „იაგუარის“ ისტორიაში საწვავის მოხმარების
ყველაზე მცირე აპეტიტით იქნება გამორჩეული. ამაში მას ხელს ძრავების უახლეს ოჯახ „ინჯენიუმის“
აგრეგატები და ალუმინის მსუბუქი სტრუქტურა შეუწყობს.
სედანი XE „იაგუარის“ ახალ მოდულურ
პლატფორმაზეა აგებული, რომელიც მეტწილად ალუმინისგან დამზადებულ მონოკოკურ
სტრუქტურას ეყრდნობა. მასში 75 პროცენტი სწორედ ალუმინისგანაა დამზადებული. მისი
სიმსუბუქის წყალობით, „იაგუარი“ გვპირდება, რომ XE თავის კლასში ეტალონი გახდება არამხოლოდ გაწონასწორებული სვლითა და
მართვადობით, არამედ საწვავის ეკონომიური მოხმარების მხრივაც.
„იაგუარის“ ინფორმაციით, სედან XE-ს
100 კილომეტრის გასავლელად, ახალი ევროპული მართვის ციკლით (NEDC),
საშუალოდ 3.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, მის გამონაბოლქვში კი ნახშირორჟანგის
შემცველობა, ყოველი კილომეტრის გავლისას, 100 გრამზე ნაკლებია. ბრიტანული კომპანია
არ აზუსტებს საწვავის ტიპს, თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ ლაპარაკი დიზელზეა. სხვა
თუ არაფერი, სედანის დებიუტისას ავტომობილი სერია ინჯენიუმის 2.0-ლიტრიანი
ოთხცილინდრიანი დიზელის ძრავით იქნება აღჭურვილი.
„სედან XE-ს ტანის 75 პროცენტი ალუმინისგანაა
დამზადებული. ამ მხრივ, მას თავისი კლასის ვერცერთი ავტომობილი ვერ შეედრება. ალუმინის
წყალობით, შეუდარებლად მსუბუქი სტრუქტურის შექმნა შევძელით, რომელიც იმავდროულად,
წარმოუდგენლად მედეგია გრეხვითი დატვირთვებისადმი. ტესტებისას დავრწმუნდით იმაშიც,
რომ XE-ს სტრუქტურა, ყველა ტიპის გლობალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. და რაც
ძალიან მნიშვნელოვანია, ამან არც დიზაინს ავნო“, - ამბობს „იაგუარის“ მთავარი ტექნიკური
სპეციალისტი, დოქტორი მარკ უაიტი.
სედან
XE-ს ასევე ძალიან დახვეწილი დაკიდების სისტემა აქვს. მისი წყალობით, ავტომობილი სვლის
შეუდარებელი ხარისხით, მართვადობით და მანევრულობითაც გამოირჩევა, რასაც
იმავდროულად, მსუბუქი კონსტრუქციაც განაპირობებს. სხვათა შორის, ეს არის მსოფლიოში
პირველი ავტომობილი, რომლის კონსტრუქციაშიც მაღალი სიმტკიცის ალუმინი (RC 5754)
გამოიყენეს. ეს მასალა იმითაცაა საინტერესო რომ სრულად ექვემდებარება
გადამუშავებას. ცნობისათვის, „იაგუარი“ გეგმავს, რომ 2020 წელს მის მიერ
წარმოებული ავტომობილები, 75 პროცენტით განახლებადი მასალებისგან უნდა მზადდებოდეს.
No comments:
Post a Comment