Ford Ends Production of Steel-Bodied F-150
29 აგვისტო
„ფორდის“ დირბორნის (დეტროიტის გარეუბანი, შტატი
მიჩიგანი) პიკაპების ქარხანამ, ახლანდელი თაობის, ფოლადისტანიან პიკაპ F-150-ის
წარმოება შეწყვიტა. ცისფერი ოვალი ახალი F-150-ის წარმოებისთვის ემზადება, რომლის
სტრუქტურაც, პირველად ამ მოდელის ისტორიაში, მეტწილად ალუმინისგანაა დამზადებული.
ამის წყალობით, ის „ფორდის“ ისტორიაში ყველაზე ეკონომიური პიკაპია. თუმცა, ბევრი
იმასაც ფიქრობს, რომ ალუმინის გამო, ავტომობილი ბაზარზე ლიდერის პოზიცას დათმობს.
ასეა თუ ისე, „ფორდმა“ F-150-ის ალუმინიზაცია
გადაწყვიტა. გარდა ამისა, ავტომობილი არაერთი მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტითაც
აღჭურვა. ახალი ავტომობილის წარმოებისთვის დირბორნის ქარხნის მომზადებას, დაახლოებით
ერთი თვე დასჭირდება. ამასთან, გადაიარაღებასა და პერსონალის მომზადებაზე 359
მილიონი დოლარი დაიხარჯება.
დირბორნის ქარხანა ერთადერთი არაა, სადაც ცისფერი
ოვალი პოპულარულ პიკაპებს აწარმოებს. ახალ ავტომობილს კანზას სიტიში (შტატი
კანზასი) არსებული ქარხანაც გამოუშვებს, ოღონდ ეს მოგვიანებით მოხდება. მანამდე კი
იქ ძველი მოდელის გამოშვებას გააგრძელებენ. ამ ქარხნის ახალი F-150-ის წარმოებისთვის
მოსამზადებლადაც დაახლოებით იმავე მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო.
„ფორდს“ ხელმძღვანელობას გაცნობიერებული აქვს ის
რისკები, რაც პოპულარული პიკაპის კონსტრუქციაში ალუმინის ინტენსიურად გამოყენებას
ახლავს თან. თუმცა, როგორც კომპანიის ჩრდილოამერიკული წარმოების შეფი ბრიუსბრიუს ჰეტლი
ამბობს, ყველაფერი დეტალურადაა გაანალიზებული და ორგანიზებული. „ჩვენ გვაქვს
გეგმა, რომელიც ყოველ წუთზე, ყოველ პიკაპზეა გათვლილი. გასული 28 წლის
განმავლობაში, ასეთი დეტალური გეგმა არ გვქონია“, - ამბობს ჰეტლი.
დირბორნის
ქარხანა მუშაობას 22 სექტემბერს განაახლებს, იქ წარმოებული ავტომობილები კი დილერთა
შოურუმებში წლის ბოლოს გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment