Ford Makes its 15-Passenger Transit Van Safer
with Industry First Full Length Side Airbag
4 ივლისი
„ფორდმა“ გადაწყვიტა, პოპულარული სამგზავრო
მიკროავტობუსი „ტრანზიტი“ დიდი ზომის აირბალიშით აღჭურვოს, რომელიც მის 15-ვე
მგზავრს დაიცავს, როდსაც ავტომობილს გვერდიდან დაეჯახებიან. უპრეცედენტოდ დიდი
აირბალიშის შექმნაში, ამერიკულ კომპანიას პარტნიორობა „TRW ავტომოტივმა“ გაუწია,
რომელიც ავტომობილების უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემების წარმოებაზეა
სპეციალიზებული. უსაფრთხოების ახალი სისტემით „ტრანზიტის“ აღჭურვა მომავალი წლიდან
დაიწყება.
როგორც ცისფერი ოვალი აცხადებს, ახალი აირბალიშის
დანიშნულება, გადაყირავების, ან გვერდიდან შეჯახების შემთხვევაში, მგზავრების
თავის და კისრის ტრავმებისგან დაცვაა. ახალი აირბალიში, მსუბუქი ავტომობილების
ჩვეულებრივ აირბალიშებზე დაახლოებით 2.5-ჯერ გრძელია. ამასთან, მათ მუშაობის
ერთნაირი პრინციპი აქვთ. „ფორდი“ ამბობს, რომ დიდი მოცულობის მიუხედავად,
აირბალიში მაინც მყისიერად და თანაბრად იბერება და ასეთ მდგომარეობას რამდენიმე
წამით ინარჩუნებს.
აირბალიშის სიგრძე 4.5 მეტრია, სიმაღლე 0.9 მეტრი,
მოცულობა კი 120 ლიტრი. შედარებისთვის, საშუალო ზომის სედან „ფორდ მონდეოს“ გვერდითა
აირბალიშის სიგრძე 2.07 მეტრია, სიმაღლე 0.6 მეტრი, მოცულობა კი - 42 ლიტრი. „ტრანზიტის“
აირბალიშს ორი მძლავრი ტუმბო ემსახურება. ელექტრონიკა აკონტროლებს ბალიშის თანაბრად
გაბერვას და მის ელასტიურობას. ბალიში პოლიეთერული აპკითაა დაფარული, რომელიც მის შიგნით
აირის მაღალი წნევით შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ეს ერთადერთი აირბალიში არაა, რომელიც „ტრანზიტის“ უსაფრთხოებას ემსახურება. სტანდარტულ პაკეტში ასევე შედის წინა სავარძლების (მძღოლის და წინა მგზავრის) გვერდითა აირბალიშები, ყველა სავარძლისთვის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედები, შეჯახების შემდგომი გამაფრთხილებელი სისტემა და სხვა.
ეს ერთადერთი აირბალიში არაა, რომელიც „ტრანზიტის“ უსაფრთხოებას ემსახურება. სტანდარტულ პაკეტში ასევე შედის წინა სავარძლების (მძღოლის და წინა მგზავრის) გვერდითა აირბალიშები, ყველა სავარძლისთვის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედები, შეჯახების შემდგომი გამაფრთხილებელი სისტემა და სხვა.
No comments:
Post a Comment