Motor racing-Hamilton fastest but troubled by
engine woes
4 ივლისი
ყველა ელოდა სილვერსტოუნის პრაქტიკებს. არა იმიტომ,
რომ მასზე რომელიმე გუნდისგან „მერსედესისთვის“ რეალური კონკურენციის გაწევას
ელოდა ვინმე. არამედ იმიტომ, რომ ფ1-ში კვლავ დადგა (22-წლიანი პაუზის შემდეგ) ის
დრო, როცა სარბოლი ავტომობილის საჭესთან ქალი დაჯდა. ამ ქალის სახელია სუზი ვოლფი
და მან პირველ პრაქტიკაზე ვალტერი ბოტასი შეცვალა.
ბრიტანელმა ქალმა მრბოლმა ტრეკზე მხოლოდ 20 წუთი
დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, მან მხოლოდ ოთხი წრის გავლა მოასწრო, მერე კი ძრავში
ზეთის წნევა დაეცა და იძლებული გახდა, გაჩერებულიყო. ბოლო ქალი მრბოლი, რომელმაც
ფ1-ის რბოლის ამა თუ იმ ნაწილში მიიღო მონაწილეობა, იტალიელი ჯოვანა ამატია, რომელმაც
1992 წლის სეზონში, სამ ეტაპზე სცადა რბოლისთვის კვალიფიცირება, მაგრამ უშედეგოდ.
ბოლო ქალი მრბოლი, რომელმაც ფ1-ის რბოლაში მიიღო მონაწილეობა, იტალიელი ლელა
ლომბარდია, რომელმაც 1974-1976 წლებში 12 რბოლაში იასპარეზა.
„ძნელი დღე იყო, მაგრამ ფორმულა ერთში ასეც ხდება
ხოლმე. ძრავში ზეთის წნევა დაეცა და იძულებული გავხდი, გავჩერებულიყავი. როდესაც ჩაფხუტი
დავიხურე, შესანიშნავ განწყობაზე დავდექი. პიტლაინი როცა დავტოვე, ყველაფერი
კარგად იყო. სამწუხაროდ, მოკლე გარბენი გამომივიდა. მაგრამ მეორე შანსი
ჰოკენჰაიმზე მომეცემა“, - განაცხადა შოტლანდიელმა, ვინც „მერსედესის“ შეფის, ავსტრიელ
ბიზნესმენ ტოტო ვოლფის ცოლია.
კიდევ უფრო უარესი პრაქტიკა ჰქონდა ვოლფის თანაგუნდელ
ფელიპე მასას, ვისთვისაც ბრიტანული ეტაპი კარიერაში მეორასეა. მას მოსახვევ სტოვის
მახლობლად, კედელს მძლავრად დაეჯახა. ბედად, მასა ტრავმას გადაურჩა, რასაც მანქანაზე
ვერ ვიტყვით. „კარგად ვარ, გარე კერბზე გავიარე, რამაც მოსახვევის შიგნით შემომაგდო“,
- განაცხადა ბრაზილიელმა, ვინც ავსტრიაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ძრავის პრობლემა ლუის ჰამილტონსაც შეექმნა. ამის
გამო, მან ვერ შეძლო სარბოლო სიმულაციის გავლა, თუმცა ორი სესიის ჯამში, მაინც
საუკეთესო დროის ჩვენება მოასწრო. მას 0.228 წამით ჩამორჩა თანაგუნდელი ნიკო
როსბერგი, რომელიც რვა რბოლის შემდეგ, ბრიტანელს 29 ქულით უსწრებს.
„ხდება
ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, რატომ ემართება ასეთი რამ ჩემს მანქანას ხშირად? არ ვიცი,
რბოლისას მანქანა როგორ იმუშავებს, მაგრამ მე ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ მესამე
პრაქტიკაზე ხანგრძლივი გამოსვლები შევასრულო“, - ყვება ჰამილტონი, ვისაც როსბერგის
ტელემეტრიის ანალიზის საშუალება მიეცემა, თუმცა ამბობს, რომ ეს ბევრ ვერაფერშ
დაეხმარება, რადგან მათ რბოლის განსხვავებული სტილი აქვთ. “არაუშავს, ყველაფერი
რიგზე იქნება“, - დასძენს ჰამილტონი.
ბრიტანეთის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.424
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:36.155
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:36.263
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.623
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.703
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:36.921
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.963
8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:37.175
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:37.227
10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:37.231
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.720
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:37.910
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:38.056
14. დანიელ ჯუნკადელა (ესპანეთი, ფორს ინდია) 1:38.083
15. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი) 1:38.328
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:38.917
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.461
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:39.814
19. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:40.597
20. რობინ ფრიინსი (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:42.261
21. სუზი ვოლფი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:44.212
22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) დროის გარეშე
მეორე პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34.508
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:34.736
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:35.244
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.511
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:35.627
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:36.016
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.228
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:36.299
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.554
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:36.583
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:36.671
12. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:36.778
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:36.951
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:37.064
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:37.097
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.236
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:37.449
18. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:37.520
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:38.658
20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:39.068
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:39.224
22.
მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:39.762
No comments:
Post a Comment