Nissan ZEOD RC Hits 300 KM/H at Le Mans in
Electric Mode
14 ივნისი
ჯერ ერთი, ეს უცნაური გარეგნობის მქონე ავტომობილი,
ლე მანის რბოლის ისტორიაში არის პირველი, რომელმაც ერთი სრული წრე ელექტრო ძრავით
გაიარა. მეორეც, ერთ მონკვეთში მისმა სიჩქარემ 300 კმ/სთ-ს მიაღწია. ეს
საკვალიფიკაციო სესიაზე მოხდა, როცა ავტომობილს იაპონელი სატოში მოტოიამა
მართავდა. მაქსიმალური სიჩქარე მულსანის სწორზე დაფიქსირდა.
„ლე მანზე ZEOD RC-ით პირველად ახლა ვიასპარეზე. ჩვენ
სიჩქარის თანდათან გაზრდა დავგეგმეთ, მაგრამ როცა 300 კმ/სთ-ს მივაღწიე, გაოცებული
დავრჩი. ელექტრო ძრავისგან ამდენს მაინც არ ველოდით. პირველ სესიაზე გადაცემათა
კოლოფში პრობლემები გვქონდა, შემდეგ წამდაუწუმ წითელ დროშებს აფრიალებდნენ. ამიტომ
მანქანაში ჩაჯდომის საშუალება აქამდე არ მომეცა“, - ყვება მოტოიამა.
ZEOD RC აღჭურვილია შიდაწვის ძრავისა და ელექტრო
ძრავის ჰიბრიდული სისტემით. მათგან პირველი 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო
ძრავია, რომელიც მხოლოდ 40 კილოგრამს იწონის და 400 ცხენის ძალას იძლევა. ელექტრო
ძრავის სიმძლავრე კი 110 კილოვატს აღწევს. სარბოლი ავტომობილის სახელი ZEOD
იშიფრება, როგორც „ზერო ემიშნს ონ დემანდ“, რაც იმას ნიშნავს, რომ პილოტს შეუძლია,
საჭიროებისამებრ ორიდან ერთ-ერთი აგრეგატი გამოიყენოს.
ლე მანის რბოლაში „ნისან ZEOD RC“ ეგრეთ წოდებული 56-ე
გარაჟის წესით, უკონკურსოდ მონაწილეობს. მოტოიამას გარდა, ამ უცნაური პროტოტიპით „ნისანის“
„GT აკადემიის“ გამარჯვებულები, ესპანელი ლუკას ორდონესი და ბელგიელი ვოლფგანგ
რაიპი იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ ZEOD RC ლე მანის რბოლის ისტორიაში პირველი
ავტომობილია, რომელსაც უკანა ხედვის სარკეები არ აქვს.
No comments:
Post a Comment