McLaren Teases 1,000PS Track-Exclusive P1 GTR,
will Cost $3.35 Million
13 ივნისი
„მაკლარენი“ წარმოებისთვის თავის ფლაგმან P1-ის
სატრეკო ვერსიას ამზადებს, რომლის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრეც 1000 ცხენის
ძალას მიაღწევს. ამ ავტომობილის სრული სახელი იქნება McLaren P1 GTR, ოღონდ ლე
მანის 24-საათიანი რბოლის ლეგენდარული გამარჯვებულის, McLaren F1 GTR-ისგან
განსხვავებით, ახალი ავტომობილი იქნება სატრეკო და არა სარბოლო. ბრიტანული
კომპანია აცხადებს, რომ სატრეკო ავტომობილის შეზღუდული ტირაჟით წარმოებას მაშინვე
დაიწყებს, როგორც კი ბოლო, 375-ე P1-ს გამოუშვებს. ამასთან, P1 GTR იქნება
„მსოფლიოში საუკეთესო სამძღოლო ავტომობილი“.
სატრეკო ავტომობილს, საგზაო საბაზო ვერსიასთან
შედარებით, ექნება უკეთესი აეროდინამიკა, ჩაჭიდება, დინამიკური მახასიათებლები.
ამასთან, P1 GTR-ს აღჭურვილობაში „უფრო ექსტრემალური“ ტექნოლოგიები შევა. ძალური
დანადგარის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას მიაღწევს, რაც 84 ცხენის ძალით მეტია
სტანდარტული P1-ის ძრავის სიმძლავრეზე. ავტომობილი სარბოლო ტიპის სლიკ საბურავებზე
დადგება, ამასთან მას ექნება უფრო განიერი კვალი, რაც საერთო ჯამში, მოსახვევების
გავლის სიჩქარეს გაზრდის. და რა თქმა უნდა, აგრესია მის გარეგნობასაც შეეტყობა.
P1 GTR-ს ძალიან შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ.
ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, ადრე იყო ლაპარაკი რამდენიმე ათეულზე, თუმცა
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სამაგიეროდ ცნობილია, რომ
ავტომობილი 1.98 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 3.35 მილიონი დოლარი)
ეღირება. რა თქმა უნდა, უსაშველოდ მაღალი ფასია, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ყოველი
მყიდველისთვის, მისი შესაძლებლობების შესაბამისად, კომპანია ინდივიდუალურ
პროგრამას შეადგენს, რომელშიც მინიმუმ ექვსი საერთაშორისო სატრეკო შეხვედრა შევა,
რომლებიც ფ1-ის ტრასებზე ჩატარდება. გარდა ამისა, კლიენტს „მაკლარენის“ ფიტნეს ინსტრუქტორებისგან
სპეციალური კონსულტაციები ჩაუტარდებათ. ასევე, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება „მაკლარენის“
სარბოლო სიმულატორები, რომლებზეც კლიენტი კონსულტაციებს კომპანის საინჟინრო შტატის
დირექტორ ფრენკ სტივენსონისგან მიიღებს.
No comments:
Post a Comment