More than 750 Pony Cars Attend Europe’s Biggest
Ever Mustang Gathering
13 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ უახლესი „მუსტანგი“ ევროპის
ბაზარზე ოფიციალურად აქამდე არ იყიდებოდა, ის ძველ კონტინენტზე მაინც დიდი
პოპულარობით სარგებლობს. და მაინც, ევროპაში ერთ ადგილზე თავმოყრილი 750 ცალი
სხვადასხვა თაობის „მუსტანგის“ ნახვა გამორჩეული შემთხვევაა.
სწორედ ასეთი შემთხვევა ახლახანს ქალაქ კიოლნში
(გერმანია) დაფიქსირდა, სადაც ამ ავტომობილის ყველა თაობის ევროპელმა მფლობელებმა
მოიყარეს თავი. რა თქმა უნდა, ეს გრანდიოზული თავყრილობა „მუსტანგის“ ბაზარზე
გამოსვლიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. და იქვე, გერმანიაში პირველად წარსდგა
უახლესი „მუსტანგი“.
დიდი შეკრება კიოლნში, „ფორდის“ ევროპული
შტაბ-ბინის წინ გაიმართა. მასში მონაწილეობა „მუსტანგის“ გერმანელმა, ბრიტანელმა,
ბელგიელმა, შვეიცარიელმა, ჰოლანდიელმა, შვედმა, ავსტრიელმა, დანიელმა, ფრანგმა,
იტალიელმა, ლუქსემბურგელმა და ჩეხმა მფლობელებმა მიიღეს.
„ჩვენს შეკრებაზე მოსული ავტომობილების და მათი
მფლობელების რიცხვი გვიჩვენებს, თუ რამდენად პოპულარულია ეს ავტომობილი ევროპაში.
„ფორდისთვის“ დიდი პატივია, რომ „მუსტანგის“ მოყვარულთა საზოგადოებამ თავისი
შეკრების და „მუსტანგის“ 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჩვენი ევროპული შტაბ-ბინა
აირჩია“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ საინჟინრო განყოფილების აღმასრულებელმა
დირექტორმა იორგ ბეიერმა.
შეხვედრის დროს, წარმოდგენილ ავტომობილებს შორის, ელეგანტურობის
კონკურსი ჩატარდა. გარდა ამისა, გაიმართა საველე ტექნიკური სემინარი და ლატარეა,
რომელშიც ძველი „მუსტანგი“ გათამაშდა.
ევროპის
ბაზარზე ახალი „მუსტანგის“ მიწოდება 2015 წელს დაიწყება. თუმცა, მასზე შეკვეთების
მიღება უკვე დაწყებულია. ევროპელებისთვის ავტომობილის ძრავების გამაში ორი ძრავი
შევა. მათგან ერთია 2.3-ლიტრიანი ეკობუსტი 309 ცხენის ძალით და 407 ნიუტონმეტრით,
მეორე კი - 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც 426 ცხენის ძალას და 529 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს.
No comments:
Post a Comment