New Range Rover Sport SVR 550PS Previewed Ahead
of Goodwood Debut
25 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „რეინჯ როვერი“
თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფსა და დინამიურ ავტომობილს წარადგენს, სახელად „რეინჯ
როვერ SVR“. პრეზენტაციისთანავე, ავტომობილი გუდვუდის აღმართზე რბოლაში მიიღებს
მონაწილეობას. პრემიერის მიუხედავად, ავტომობილი ფესტივალზე კამიფლირებული
წარსდგება, რისი მიზეზიც ისაა, რომ მისი სრულყოფის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.
ახალი ავტომობილი, „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეცალური
ოპერაციების შტოს (SCR - სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზ) ერთ-ერთი პირველი პროდუქტია. ამჟამად
ის სრულყოფის ტესტებს ნურბურგრინგზე გადის, სადაც ეს ფოტოებია გადაღებული. მისი
გაყიდვები კი მომავალ წელს დაიწყება.
ბრიტანული კომპანია „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“
შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ აქვეყნებს, თუმცა იმას კი
გვიმხელს, რომ მისი 5.0-ლიტრიანი V8 ძრავი, მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550
ცხენის ძალას ავითარებს. ცნობისათვის, ამ ძრავს „იაგუარი“ საკუთარ სატრეკო მოდელ XKR-S
GT-ზე იყენებს. ამ ძრავით „რეინჯ სპორტი“ ადგილიდან ასის აკრეფას 5.0 წამზე ნაკლებში
შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ზე მეტი იქნება.
No comments:
Post a Comment