დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 24, 2014

გუდვუდი განახლებული „ფორდ ფოკუს ST-ს“ მოლოდინში

Goodwood Festival of Speed reveal for new Ford Focus ST
24 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ფორდი“ პირველად წარადგენს პოპულარულ ჰეჩბეკ „ფოკუს ST-ს“ განახლებულ ვერსიას, რომლის ფოტო ტიზერიც (ფოტოზე) ინტერნეტით გაავრცელა. ფესტივალზე ახალი ავტომობილი მონაწილეობას აღმართზე რბოლის ეგრეთ წოდებულ „პირველად ხილვის“ კატეგორიაში მიიღებს, საჭესთან კი პროფესიონალი მრბოლები დაჯდებიან.
განხლებული „ფოკუს ST“ იმითაა გამორჩეული, რომ მას მყიდველს პირველად შესთავაზებენ დიზელის ძრავიანი ვერსიის სახითაც. ფესტივალზე „ფორდის“ სტენდს ასეთი ვერსიაც დაამშვენებს. ოღონდ, ის აღმართზე რბოლებში არ გამოვა. ახალ ავტომობილს შეცვლილი ბამპერები, წინა და უკანა ფარები და ახალი მაჩვენებლების დაფა აქვს. გარდა ამისა, წინამორბედთან შედარებით, ის ტექნოლოგიურადაც და ხარისხითაც უფრო დახვეწილია.
უნდა ითქვას, რომ განახლებულ სტანდარტულ „ფოკუსს“ შასიც მოდიფიცირებულ აქვს, მაგრამ ჯერჯერობით „ფორდი“ არ ამბობს, ST ვერსიაც ახალ შასიზეა ბაზირებული, თუ მისთვის ძველის გამოყენება ამჯობინეს. ცისფერი ოვალი გუდვუდამდე არც იმას ამხელს, გაძიერდა თუ არა 2.0-ლიტრიანი ოტხცილინდრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც ახლანდელ ვერსიაზე 247 ცხენის ძალაა.
გუდვუდის ფესტივალის დამსწრეებს ასევე ახალი „მუსტანგის“ ხილვის საშუალებაც მიეცემათ, რომელიც პირველ „ნაბიჯებს“ გადადგამს ალბიონის მიწაზე. აღმართზე რბოლაში, მისი 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი, ფასტბეკის ძარიანი ვერსია, „სუპერვარსკვლავების“ კლასში გამოვა, ღია ვერსიას კი მხოლოდ სტენდზე დგომა მოუწევს.

No comments:

Post a Comment