Land Rover Discovery ‘family’ could include a
Jeep Renegade-sized micro SUV
21 მაისი
არაა გამორიცხული, რომ „ლენდ როვერის“ მოდელ „დისქავერის“
ოჯახში, სამზე მეტი ავტომობილი გაერთიანდეს. ამაზე თვით ბრიტანული კომპანიის დიზაინ
სტუდიის დირექტორი რიჩარდ ვული ლაპარაკობს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ სახელ
„დისქავერის“ ქოლგის ქვეშ სამზე მეტი ავტომობილი შევიდეს.
გამაში მთავარი იქნება ახლახანს, ნიუ იორკის ავტო
შოუზე წარდგენილი კონცეპტუალური „დისქავერი
ვიჟნის“ სერიული ვერსია, რომელიც ახლანდელ LR4-ს შეცვლის. სხვათა შორის, ამ
სახელით ამჟამად ავტომობილი ამერიკაში იყიდება, ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ კი
იქ სახელი „დისქავერი“ დაბრუნდება. ამ ავტომობილს მყიდველს ორი - ხუთ და
შვიდკარიანი ვერსიების სახით შესთავაზებენ.მასზე ქვედა საფეხურს უფრო პატარა „დისქავერი სპორტი“ დაიკავებს, რომელიც ახლანდელ „ფრილენდერს“ (ამერიკაში LR2-ს) შეცვლის. გაბარიტებით ის ახლოს იქნება „რეინჯ როვერ ევოუკთან“. რაც შეეხება პატარა მოდელს, ეს შეიძლება იყოს სუბკომპაქტური კლასის ავტომობილი, რომელიც კონკურენციას პოპულარულ „ნისან ჯუკს“ და უახლეს „ჯიპ რენეგადს“ გაუწევს. სხვათა შორის, დაახლოებით ამავე გაბარიტების ავტომობილს „ლენდ როვერი“ თავის კიდევ ერთი პოპულარული მოდელის, „დიფენდერის“ ოჯახშიც გამოუშვებს, რისთვისაც უკვე დაპატენტებული აქვს სახელი „ლენდი“.
No comments:
Post a Comment