Seat Chops the Roof Off the Ibiza for Wörthersee
21 მაისი
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ფესტივალზე, რომელიც
ავსტრიის ვორთერზეე ტრეფენში 28-31 მასს გაიმართება, გერმანულ ჯგუფში შემავალი
ყველა კომპანია კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს. მათ შორის იქნება ესპანური
კომპანია „სეატიც“, რომელმაც „ოჯახური“ გამოფენისთვის კონცეპტუალური როდსტერი -
„იბიცა კუპსტერი“ მოამზადა, რომლითაც მოდელ „იბიცას“ წარმოების დაწყებიდან 30 წლის
იუბილეს აღნიშნავს.
კონცეპტუალური როდსტერი „იბიცა კუპრას“ ბაზაზე შეიქმნა
და მისგან ღია სალონის შემინულობა განასხვავებს. მანქანას სალონის გარშემო მუქი
შუშა აკრავს, რომელიც უკნისკენ ვიწროვდება და საბარგულში „იკარგება“. სპორტული
სავარძლების უკან მოთავსებულია დაბალი დამცავი რკალები. სხვა მხრივ, კონცეპტილ
ძირითადად იმეორებს საბაზო მოდელის ძარის ფორმას. სხვათა შორის, კონცეპტის სახელი
„კუპსტერი“ მისი საბაზო მოდელის სახელისა და სიტყვა როდსტერის ნაერთია.
„კუპსტერს“ ძრავიც „იბიცა კუპრასგან“ აქვს
მიღებული. ესაა 1.4-ლიტრიანი TSI, რომლის სიმძლავრეც 180 ცხენის ძალას აღწევს.
ძრავთან წყვილში „ფოლკსვაგენის“ ცნობილი 7-საფეხურიანი რობოტიზებული DSG
გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელსაც ძირითად აგრეგატთან ორქუროიანი გადაბმულობა
აკავშირებს. ამ ტანდემის გარდა, კონცეპტი პრაქტიკულად ყველაფერს (გამონაკლისია კოკპიტი
დაბლა დაწეული სპორტული სავარძლებით) „იბიცა კუპრასგან“ იზიარებს.
ინტერიერის ბაზისად პროექტის ავტორებმა „იბიცას“
სარბოლო ვერსია „იბიცა ტროფი“ გამოიყენეს. აქ ყველაფერი მინიმალისტურ სტილშია
შესრულებული. ინტერიერის გასაფორმებლად შავი ალკანტარა გამოიყენეს. საჭის რგოლი „განსაკუთრებული“
ტყავით შემოსეს, რომელიც საღებავის გარეშე დატოვეს. ტყავს ღია ფორები აქვს, რაც
მის ჩაჭიდებას აუმჯობესებს. დაბოლოს, კონცეპტი სპეციალურად მისთვის შეზავებულ
ფერით - „ნიუ ორინჯით“ არის შეღებილი, რაც კარგად ეხამება დამუქებულ შუშებს. „კუპსტერი“18-დუიმიან
ბორბლებზე დგას.
No comments:
Post a Comment