Ford Prices New 2015 Mustang V6 from $24,425
Further Details Launch
20 მაისი
„ფორდმა“ 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით აღჭურვილ უახლეს „მუსტანგზე“
შეკვეთების მიღება დაიწყო. ავტომობილის საბაზო ფასი 24 425 დოლარია. შემდგომში
ბაზარზე გამოვა 2.3-ლიტრიანი ეკობუსტით და V8 (GT - ტოპ ვერსია) ძრავით აღჭურვილი
ვერსიები, რომლებიც ძრავების გარდა, ეკიპირებით და გაფორმების დონითაც
განსხვავებული იქნება. შესაბამისად, ისინი საბაზო ვერსიაზე ძვირიც (არც ისე)
ეღირება.
ფასის გარდა, „ფორდმა“ ასევე გამოაქვეყნა სამი
ძირითადი ძრავის მახასიათებლები. კერძოდ, 2.3-ლიტრიანი ეკობუსტი 305 ცხენის ძალას
და 407 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და ამ ძრავით აღჭურვილ „მუსტანგს“ თავის კლასში,
საწვავის ყველაზე მოკრძალებული ხარჯი ექნება (ზუსტი მონაცემი ჯერაც არ გამოქვეყნებულა).
გაუმჯობესებული 5.0-ლიტრიანი V8-ს სიმძლავრე 420 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი
მომენტი კი - 529 ნიუტონმეტრი. ასევე განახლებულ 3.7-ლიტრიან V6-ს კი 300 ცხენის
ძალის და 366 ნიუტონმეტრის მოცემა შეუძლია.
სტანდარტულ ეკიპირებაში რვა აირბალიში, მათ შორის, მძღოლისა
და წინა სავარძლის მგზავრის მუხლების დამცავი შევა. გარდა ამისა, ეკიპირებაშია
საბურავში წნევის მაკონტროლებელი სისტემა, უკანა ხედვის კამერა, ქსენონური მთავარი
ფარები, ჩასაკეტი სახელთათმანე ყუთი, ინტელექტურლური წვდომა, დასაქოქი ღილაკი და
კავშირის სისტემა „ფორდ SYNC“, რომელსაც 4.2-დუიმიანი სენსორული ეკრანი
ემსახურება.
მყიდველს
ოპციის სახით 8-დუიმიან, მაღალი გარჩევადობის ეკრანსაც შესთავაზებენ, რომელსაც ნავიგაციის,
უხილავი არეების დასაფიქსირებელი, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის ფუნქციებიც ექნება
შეთავსებული. გარდა ამისა, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მართვის რეჟიმების
და ლონჩ კონტროლის მართვა. ეს უკანასკნელი მხოლოდ GT ვერსიისთვისაა ხელმისაწვდომი.
No comments:
Post a Comment