დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 20, 2014

„კვიდი“ – „რენოს“ კიდევ ერთი ახალი მინი ქროსოვერი

The KWID Concept Could Become Renault’s Next Crossover in 2016
20 მაისი
„რენომ“ კონცეპტუალური ქროსოვერი, სახელად „კვიდ“, ნიუ დელის წლევანდელ ავტო ექსპოზე წარადგინა. ეს ავტომობილი იმდენად ფუტურისტულად გამოიყურება, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ფრანგული კომპანია კონვეიერზე მის დაყენაბას გადაწყვეტდა. მაგრამ როგორც ირკვევა, „რენო“ სწორედ ამას აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამას ბრიტანული გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ირწმუნება. მისივე ინფორმაციით, ახალი ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა.


რა თქმა უნდა, წარმოების დაწყებამდე, კონცეპტის გარეგნობას სერიული ავტომობილისთვის შესაფერისად შეცვლიან. აუცილებლად შეიცვლება კარის კონსტრუქცია - კონცეპტზე კარი ეგრეთ წოდებული პეპლის ფრთის სტილში იღება, რაც სერიული ავტომობილისთვის მიუღებელია. დიდი ალბათობით, სერიულ „კვიდს“ (სახელი ალბათ დარჩება) ხუთი კარი ექნება. ავტომობილი ოდნავ დაგრძელდება, თუმცა მისი სიგრძე 4.0 მეტრს არ გასცდება. შედარებისთვის, B-სეგმენტის (კლიოზე ბაზირებული) „კაპტურის“ სიგრძე 4 150 მილიმეტრია.


სერიული „კვიდი“ პატარა ჰეჩბეკ „ტვინგოს“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზე აიგება. ძრავების გამაში ატმოსფერული და სამცილინდრიანი ტურბო ძრავები შევა. საბაზო იქნება 0.9-ლიტრიანი ძრავის ატმოსფერული და ტურბო ვერსიები. ამათგან ტურბო ვერსიას, რომლის სიმძლავრეც 90 ცხენის ძალაა, „რენო“ უკვე იყენებს თავის მოდელებზე, ატმოსფერულს კი, რომლის სიმძლავრეც 70 ცხენის ძალა იქნება, პირველად ახალ „ტვინგოზე“ დააყენებს. რაც შეეხება ტრანსმისიას, რამდენადაც უფრო დიდ „კაპტურზე“ სრულ ამძრავიანი სისტემა არაა გამოყენებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პატარა „კვიდი“ ასეთი ტრანსმისიით აღიჭურვოს.

No comments:

Post a Comment