დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 5, 2014

ლაუდა: „მერსედესის“ V6 580 ცხენის ძალას იძლევა

Mercedes V6 produces '580hp' – Lauda
5 მარტი
„შიდაწვის ძრავი დაახლოებით 580 ცხენის ძალას გვაძლევს, რასაც ელექტრული სიმძლავრეც ემტება“, - ამბობს „მერსედესის“ დირექტორი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა და ეს ცოტა არ იყოს, გასაკვირია ისეთ გასაიდუმლოებულ სამყაროში, როგორიც ფორმულა ერთია. თუმცა, სამქიმიანების უპირატესობა მეტოქეებთან იმდენად გამოკვეთილია, რომ როგორც ჩანს, ამ მახასიათებლის საიდუმლოდ შენახვა მათთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
ვსტრიულ ტელევიზია „სერვუსთან“ საუბრისას, ლაუდამ აღარ დააზუსტა აგრეგატის სრული სიმძლავრე, თუმცა ცნობილია, რომ ენერგიის აღდგენის (ERS) ორი სისტემის ელექტრული ძრავების ჯამური სიმძლავრე 160 ცხენის ძალაა. და ეს ელექტრული ძალა ყველა დანარჩენი გუნდისთვის პრაქტიკულად ერთნაირია.
ერთი შეხედვით, არცთუ შთამბეჭდავი სიმძლავრეა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „რედ ბულის“ მრჩეველს, ასევე წარსულში ფ1-ის პილოტსა და ასევე ავსტრიელს, ჰელმუტ მარკოს ეთქვა: „საინტერესო მაჩვენებელია. ბედნიერი ვიქნებოდი, ჩვენს განკარგულებაშიც რომ 580 ცხენის ძალა იყოს“...

No comments:

Post a Comment