დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 5, 2014

„რედ ბულს“ „ტორო როსოს“ დახმარება სჭირდება

Crisis-struck Red Bull asks Toro Rosso for help
5 მარტი
იტალიურ ჟურნალ „ავტოსპრინტის“ ინფორმაციით, „რედ ბულმა“ დასახმარებლად თავის მონათესავე იტალიურ გუნდ „ტორო როსოს“ მიმართა, რომელსაც სთხოვს, რომ პარტნიორობა გაუწიოს უახლესი სამუხრუჭე სისტემის დახვეწაში. ამ სისტემის მთავარი თვისება ისაა, რომ ის არა მექანიკურად, არამედ ელექტრონიკით (brake by wire) იმართება.
საქმე ისაა, რომ ეს სისტემა, აგრეგატის შემადგენლობაში შემავალ ურთულეს სისტემა ERS-თან (ენერგიის აღდგენის სისტემა) არის დაკავშირებული. ორივე გუნდი კი „რენოს“ აგრეგატებით სარგებლობს, რომლებსაც ერთნაირი ERS-აქვთ, რომელიც სწორედ მუხრუჭებიდან აგროვებს ენერგიას.
„ის ფაქტი, რომ „რედ ბულს“ სხვისი სისტემის გამოყენება სურს, პირდაპირ მიანიშნებს ამ გუნდის წინაშე არსებულ პრობლემებზე“, - ასკვნის ჟურნალის რეპორტიორი ალბერტო ანტონინი. ამ პრობლემათაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც „რედ ბულის“ მრჩეველი ჰელმუტ მარკო აღიარებს, ეგრეთ წოდებული „ტურბო ჩამორჩენაა“, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მანქანის კონკურენტულობაზე.
„აწვები გაზს და ბორბლები მაბრუნ ძალას მოულოდნელად ღებულობენ, რის გამოც, მოსრიალდებიან, მანქანის კონტროლი რთულდება, სიჩქარე კი იკარგება. „რენოსთან“ ერთად, ამ პრობლემის მოგვარებაზე დღე და ღამე ვმუშაობთ, რათა მელბურნისთვის სიტუაცია მეტნაკლებად გამოვასწოროთ“, - ავსტრიულ ტელევიზია „სერვუსთან“ საუბრისას განაცხადა მარკომ.
პესიმისტური განწყობა აქვს მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელს, ვინც პირველივე ეტაპზე პრობლემების მოლოდინშია: „თუ პილოტების ნახევარი რბოლას გამოეთიშება, შეიძლება ცოტა ქულის მოპოვება მოვახერხოთ. ამ ეტაპზე, ჩვენ უფრო დიდი პრობლემები გვაქვს, ვიდრე უბრალოდ სიჩქარეა“.

No comments:

Post a Comment