Land Rover Confirms Birth of New Family of
Discovery-Branded Models
5 მარტი
„ლენდ როვერი“ ავტომობილების ახალ ოჯახს ქმნის,
რომელსაც სახელად „დსქავერი“ ერქმევა. ისევე როგორც თავის დროზე, პრემიუმ დონის „რეინჯ
როვერის“ ბაზაზე, ცალკე ოჯახი ჩამოყალიბდა, „დისქავერის“ ბაზაზეც მსგავსი ბრენდირება
მოხდება. ამის შესახებ, ბრიტანულმა კომპანიამ ჟენევის მოტორ შოუზე გამოაცხადა.
„დისქავერის“ ოჯახში მინიმუმ ორი ავტომობილი შევა.
ერთი იქნება ახლანდელი „ფრილენდერის“ (ამერიკაში ამ ავტომობილს LR2 ჰქვია) შემცვლელი,
რომელიც უკვე ტესტირების ინტენსიურ ფაზაშია. მეორე კი - საკუთრივ „დისქავერი“ (ამერიკის
ბაზარზე LR4 ჰქვია), რომელიც უფრო მოზრდილი ავტომობილია და ასეთადვე დარჩება. ამ
ავტომობილის პროტოტიპებიც უკვე გადის ტესტირებას. ორივე ავტომობილი პლატფორმას „რეინჯ
როვერის“ მოდელებისგან გაიზიარებს.
უფრო მეტიც, ადრე გავრცელებული ინფორმაციით,
ქვე-ბრენდად ყალიბდება კიდევ ერთი სახელი - „დიფენდერი“. ბრიტანულმა კომპანიამ
უკვე გამოაცხადა, რომ ძველი „დიფენდერის“ წარმოებას მალე შეწყვეტს. რაც შეეხება
ახალ ავტომობილს, ესეც უკვე გადის ტესტირებას. ამასთან, უკვე ოფიცალურადაა ცნობილი
ისიც, რომ „ლენდ როვერმა“ ახალი სახელი - „ლენდი“ დაარეგისტრირა. ამ სახელით, უგზოობის
სუბკომპაქტური ავტომობილის გამოშვება იგეგმება.
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, „დისქავერის“
ახალი ოჯახის პირველი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა დეტროიტის მომავალი წლის მოტორ
შოუზეა მოსალოდნელი.
No comments:
Post a Comment