Even More Luxurious Range Rover Variants in the
Works
27 მარტი
გრძელბაზიანი „რეინჯ როვერ L ავტობაიოგრაფი“ ამჟამად
უგზოობის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია მსოფლიო ბაზარზე. ის 200 000 დოლარი
ღირს. მაგრამ როგორც „ლენდ როვერის“ უახლეს დივიზიონ „ინდივიდუალ პროდაქტს“ აქვს
გამოცხადებული, ამაზე მდიდრული და ძვირადღირებული „რეინჯ როვერის“ გამოშვებაც
იგეგმება.
„ინდივიდუალ პროდაქტსი“ შეიმუშავებს და მყიდველს რამდენიმე
სიახლეს შესთავაზებს, რომლებსაც პაკეტების სახით დაახარისხებენ. მაგალითად, ზოგიერთი
სიახლის მიმართულება უმაღლესი ხარისხის კომფორტი და მდიდრული გარემოს შექმნა იქნება,
ზოგს კი ცხოვრების განსხვავებულ სტილებს მიუსადაგებენ. ასევე შეიქმნება აქსესუარების
ხაზი, რომლებიც გაიყიდება როგორც მანქანასთან ერთად, ასევე ინდივიდუალურადაც.
ახლახანს „ლენდ როვერის“ დიზაინის შეფმა ჯერი
მაკგოვერნმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია „რეინჯ
როვერის“ კიდევ უფრო მდიდრულ ვერსიაზე მუშაობს. მისი სიტყვებით, ამ ავტომობილის
ინდივიდუალობა ზღვრულ დონეს მიაღწევს. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, თუ როდს გამოვა
ასეთი „რეინჯი“ ბაზარზე.
უნდა ითქვას, რომ მალე ბაზარზე რამდენიმე ლუქს ბრენდის უგზოობის ავტომობილები გამოვა. თავიანთ ისტორიაში, ასეთი ავტომობილების წარმოებას პირველად დაიწყებენ „როლს-როისი“, „ბენტლი“ და „მაზერატი“. ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ მათი ქროსოვერ-ყველგანმავლები უმაღლესი სტანდარტისა იქნება. ამასთან, „ბენტლიმ“ უკვე დააანონსა, რომ მისი ქროსოვერი უსწრაფესი იქნება სეგმენტში. და ასეთ კონკურენტულ გარემოში „რეინჯ როვერის“ მოხვედრა, ბრიტანული კომპანიისთვის დიდი პატივი იქნება.

No comments:
Post a Comment