Indian Government Reportedly Getting Suzuki Swift
Hybrids
26 მარტი
„სუზუკიმ“ ტოკიოს 2011 წლის ავტო შოუზე, პლაგ-ინ
ჰიბრიდული ელექტრომობილი „სვიფტ EV ჰაიბრიდი“ წარადგინა. მაგრამ მას შემდგ ეს
ავტომობილი დავიწყებას მიეცა. ისე ჩანდა, რომ იაპონურ კომპანიას მის განვითარებასა
და სერიულ წარმოებაზე არ უზრუნია. მაგრამ ახლახანს გაირკვა, რომ ასე სულაც არ
ყოფილა.
ინდურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის
მთავრობამ „სუზუკის“ ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის სურვილი გამოთქვა. ამასთან
დაკავშირებით, იაპონური კომპანია თავის ინდოელი პარტნიორ „მარუტისთან“ ერთად, აღნიშნულ
ავტომობილს ჰომოლოგაციისთვის ამზადებენ, რის შემდგაც მისი წარმოება დაიწყება.
ტოკიოში წარდგენილ კონცეპტუალურ ავტომობილს მბიძგველ
ძალას ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 53 ცხენის ძალაა. მას ელექტრული
ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების პატარა ბლოკი ამრაგებს, რომლის ტევადობაც 5
კილოვატსაათია. მისი სრული დამუხტვისთვის 90 წუთია საჭირო. ბლოკის ენერგო ტევადობა
მხოლოდ 25.5 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი.
ავტომობილის სვლის სიშორის გასაზრდელად, ის ასევე ბემზინზე
მომუშავე სამცილინდრიანი 0.660-ლიტრიანი ძრავითაცაა (73 ცხ.ძ) აღჭურვილი, რომელიც გენერატორს
ატრიალებს და ავტომობილის მოძრაობისას, დამატებით ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს.
ეს სისტემა მხოლოდ 130 კილოგრამს იწონის და ავტომობილს დიდად არ ამძიმებს. რამდენად
იზრდება სვლის სიშორე, „სუზუკის“ არ დაუზუსტებია.
ჯერჯერობით
უცნობია, თუ რა რაოდენობით ავტომობილის შეკვეთაზეა ლაპარაკი. ამ ეტაპზე ლაპარაკია
მხოლოდ საპილოტო შეკვეთაზე, რის შემდეგაც, თუ ავტომობილის საექსპლუატაციო
მახასიათებლები დააკმაყოფილებს, მთავრობა ჰიბრიდული „სვიფტის“ მეორე, გაცილებით დიდ
პარტიას შეუკვეთავს.
No comments:
Post a Comment