FIA set to tweak nose regulations for 2015
12 თებერვალი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA),
2015 წლის სეზონისთვის, ფორმულა ერთის ბოლიდების ცხვირების ახალი რეგლამენტის
შემუშავებას აპირებს. როგორც ცნობილია, რბოლების უსაფრთხოების გასაუმჯობე
სებლად,
ტექნიკური რეგლამენტი მანქანის ცხვირის დაბლა დაწევას მოითხოვს.
რა თქმა უნდა, გუნდებმა ამ რეგლამენტის შესაბამისი
კონსტრუქციები შექმნეს, მაგრამ იმისათვის, რომ გრაუნდ ეფექტი ნაწილობრივ მაინც
შეენარჩუნებინათ, მანქანებს წინა ნაწილში უშნო წანაზარდები გაუკეთეს. მხოლოდ „ფერარიმ“
და „მერსედესმა“ თქვეს უარი ასეთ წანაზარდებზე და ყველაზე ნორმალური გარეგნობის ბოლიდებიც
სწორედ მათ შეიმუშავეს.
რა
თქმა უნდა, მანქანების სიმახინჯე FIA-ში არ აწყობთ. ფედერაციის რბოლების დირექტორმა
ჩარლი უაიტინგმა უკვე განაცხადა, რომ შემდეგი სეზონისთვის რეგლამენტის შესაბამისი
პუნქტი აუცილებლად შეიცვლება: „ისე გავაკეთებთ, რომ უფრო სიმეტრიული და პროპორციული
ფორმები მივიღოთ. აუცილებლად გაიზრდება მანქანის იმ ნაწილის ფართობი, რომელიც გზის
ზედაპირიდან რეგლამენტირებულ მინიმალურ სიმაღლეზე უნდა იყოს. იმაზეც ვიზრუნებთ,
რომ ეს სტრუქტურები მანქანის ცხვირის უკანა ნაწილშიც გაგრძელდეს“.
No comments:
Post a Comment