Martini-branded Williams team shirt emerges
12 თებერვალი
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სეზონში „უილიამსის“
ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი იტალიური კომპანია „მარტინი“
იქნება. უფრო მეტიც, ბრიტანული საჯინიბოს ბოლიდებზე, დომინანტი სწორედ „მარტინის“
ლოგო და ფერები იქნება. შესაბამისად, ავტომობილი თეთრად შეიღებება და ის ლურჯი და
წითელი ზოლებით გაფორმდება.
აღნიშნული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ ახალი სპონსორის წარსადგენად, „უილიამსი“
თავისი FW36-ის პრეზენტაციას ხელახლა ჩაატარებს და შესაძლოა, ეს ბაჰრეინის
ტესტების დროსაც კი მოხდეს. რაც შეეხება სასპონსორო თანხას, ის სეზონზე რვანიშნა
რიცხვი იქნება. ამგვარად, „მარტინი“ სრულფასოვნად ჩაანაცვლებს ვენესუელურ
სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს, რომელიც პასტორ მალდონადოსთან ერთად, „ლოტუსში“
გადაბარგდა.
ეს ინფორმაცია რეალობასთან ძალიან ახლოს დგას,
რადგან „მარტინის“ სტილში შესრულებული გუნდის კომბინეზონი და FW36, ფ1-ის მიერ
ოფიციალურად ლიცენზირებულ ვებგვერდზე გამოჩნდა, რომელიც ფ1-ის აქსესუარების
გაყიდვითაა დაკავებული.
„უილიამსმა“
კი ტვიტერზე მოკლე ინფორმაცია გამოაქვეყნა: „ჩვენი ფერების პრეზენტაციას
ავსტრალიაში ჩავატარებთ, მანამდე კი მთავარი ტექნიკური საკითხებია“...
No comments:
Post a Comment