Schumacher contracts pneumonia - reports
12 თებერვალი
არაა გამორიცხული, რომ მიხაელ შუმახერის მართული
კომიდან გამოყვანის პროცესი დროებით შეჩერდა, რადგან როგორც ირკვევა, მას
ფილტვების ანთება აქვს. გაზეთ „ბილდ-ცაიტუნგის“ ინფორმაციით, მსოფლიოს შვიდგზის
ჩემპიონს ამჟამად ანტიბიოტიკებით მკურნლობენ.
ჰამბურგის ჰოსპიტალის პროფესორი ჰაინცპეტერ მიოკე, „ბილდთან“
საუბრისას ამბობს: „პნევმონია ძალიან რთული და სახიფათო დაავადებაა, რადგან ორგანიზმს
ჟანგბადით ფილტვები ამარაგებს, პნევმონიის დროს კი ჟანგბადის მიწოდება შეფერხებულია
და ორგანიზმი სუსტდება. მისი თქმით, პაციენტებს კომაში ყოფნისას პნევმონია საკმაოდ
ხშირად ემართებათ, რადგან სხეული უმოძრაოა და ამოხველებას ვერ ახერხებს.
„ჯანმრთელ
ადამიანს წუთში რამდენჯერმე დახველება და გადაყლაპვა შეუძლია და ამას ისე აკეთებს,
არც აკვირდება. არადა, ასე ფილტვებს იცავს. კომაში ყოფნისას კი ეს არ ხდება და
ამას ფილტვებში ვირუსის შეღწევა მოსდევს“, - დასძენს მიოკე.
No comments:
Post a Comment