Renault-Nissan car sales rose 2% in 2013, boosted by
China, U.S. growth
16 თებერვალი
„რენო-ნისანის“ ალიანსის გაყიდვები შარშან 2 პროცენტით
გაიზარდა და რეკორდულ ზღვარს - 8.27 მილიონ ავტომობილს მიაღწია. გაყიდვების საერთო
მაჩვენებლის ზრდას, ხელი ჩინეთისა და შეერთებული შტატების ბაზრებზე რეკორდულმა შედეგებმა
შეუწყო.
„მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე ძლიერმა მოთხოვნამ, ჯამში
იმ ბაზრების მაჩვენებლები გადაფარა, სადაც ზრდა უმნიშვნელო იყო, ან საერთოდ,
გაყიდვების კლება დაფიქსირდა. რეგიონული არასტაბილურობა ჩვეულებრივი მოვლენაა,
მაგრამ ჩვენ კვლავ ხარისებრი განწყობა გვაქვს: ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით, საავტომობილო
ინდუსტრიას გაყიდვების ზრდა ახასიათებს“, - ამბობს ალიანსის მთავარი აღმასრულებელი
კარლოს გონი (ფოტოზე).
ალიანსის გაყიდვების ზრდის მთავარი მამოძრავებელი „ნისანი“
გახდა, რომლის გაყიდვებიც 3.0 პროცენტით, 5.1 მილიონამდე გაიზარდა. ჩინეთში
იაპონური კომპანიის გაყიდვები 17.0 პროცენტით, 1.27 მილიონამდე არის გაზრდილი. ამის
წყალობით, „ნისანმა“ ჩინურ ბაზარზე თავისი წილი 6.0 პროცენტამდე გააზრდევინა.
ამერიკის ბაზარზე, „ნისანის“ და „ინფინიტის“ გაყიდვები 9.0 პროცენტით, 1.25 მილიონამდე
არის გაზრდილი. შედეგად, იაპონური კომპანიის წილმა ბაზარზე 8.0 პროცენტს მიაღწია.
„რენოს“ ჯგუფმა, რომელშიც რუმინული „დაჩიაც“ შედის,
2.63 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის შედეგზე 3.0 პროცენტით მეტია.
ევროპის ბაზარზე ზრდამ 2.4 პროცენტს (1.3 მილიონი) მიაღწია, რაც მთლიანად ევროპის
ბაზრის 2.0 პროცენტით ზრდის პირობებში, ურიგო შედეგი არაა. ამგვარად, ევროპის ბაზარზე
„რენოს“ წილმა 0.4 პროცენტით, 9.5 პროცენტამდე მოიმატა.
შთამბეჭდავი
ზრდაა ელექტრომობილების სეგმენტში. ორივე კომპანიის ჯამური გაყიდვები 52.0
პროცენტით, 66 809
ელექტრომობილამდე გაიზარდა. ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია „ნისან ლიფი“, რომელიც
მთელს მსოფლიოში 47 716
ცალი გაიყიდა (ზრდა 77.0 პროცენტი). „რენოს“ ოთხი ელექტრომობილი (კანგუ, ფლუენსი,
ზოი და ტვიზი) მხოლოდ 19 093 ცალი გაიყიდა, რაც წინა წლის შედეგზე 13 პროცენტით
მეტია.
No comments:
Post a Comment