Sauber helping De Silvestro towards 2015 race
seat
15 თებერვალი
„ზაუბერმა“ ინდიქარ-ის შვეიცარიელი მრბოლი სიმონა დე
სილვესტრო თავის პროტეჟე პილოტად გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ქალი მრბოლი
„ზაუბერის“ მოსამზადებელ პროგრამაში ჩაერთო, რისი მიზანიც, ფორმულა ერთისთვის
აუცილებელი სუპერ ლიცენზიის მიღებაა. და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მას 2015
წელს ფორმულა ერთში ვიხილავთ.
„ინდიქარ-ში გატარებული ოთხი სეზონის შემდეგ,
სიმონას ამბიციები ფორმულა ერთში გადასვლას ითვალისწინებს. ჩვენ ის ძალიან ნიჭიერ
მრბოლად მიგვაჩნია და ამიტომ, ჩვენს გუნდში მისი აყვანა გადავწყვიტეთ. ამიერიდან,
ის ჩვენი „შვილობილი“ მრბოლია, რაც მისთვის მოტორსპორტის მწვერვალის მიღწევაში
დახმარებას გვავალებს“, - ამბობს „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი (ფოტოზე დე
სილვესტროსთან ერთად).
რა თქმა უნდა, შვეიცარიულ გუნდთან დამყარებული
ურთიერთობით დე სილვესტროც კმაყოფილია. მისი თქმით, ერთი ნაბიჯიღა დარჩა ცხოვრების
მთავარი ოცნების ასრულებამდე: „ზაუბერი სოლიდური მემკვიდრეობის მქონე გუნდია და ის
ერთადერთი შვეიცარიული გუნდია ფორმულა ერთში. მონიშასა და პეტერ ზაუბერის მიმართ
ჩემი მადლიერების გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია. მათგან წარმოუდგენელ
მხარდაჭერას და ჩემი შესაძლებლობებისადმი ნდობას ვგრძნობ. ისინი ხომ შანსს
მაძლევენ“.
დე
სილვესტრო ინდიქარში 2010 წლიდან ასპარეზობს. გასულ სეზონში, მან ჰიუსტონის რბოლა
მეორე ადგილზე დაასრულა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
No comments:
Post a Comment