დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 16, 2014

„ჰიუნდაი“ კიდევ ერთ სიახლეს ამზადებს

Beijing Motor Show 2014: Hyundai ix25 compact SUV to be shown
16 თებერვალი
ინდურ ავტო ექსპოზე კომპაქტურ სედან „Xცენტის“ პრემიერის შემდეგ, „ჰიუნდაი“ კიდევ ერთ, ამჯერად უკვე სერიულ სიახლეს ამზადებს, რომელსაც პეკინის მოტორ შოუზე წარადგენს. ავტომობილს ix25 ჰქვია და ეს უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილია. ამ ავტომობილის სატესტო პროტოტიპებს, დიდი ხანია, ინტენსიური ტესტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვედეთსა და ჩინეთში უტარდება.
უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილების B-სეგმენტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბუნებრივია, საავტომობილო კომპანიები ამ პოტენციალის სწრაფად ათვისებას ცდილობენ, რათა მსოფლიო ბაზარზე პოზიციები განიმტკიცონ. „ჰიუნდაი“ ერთ-ერთი მათგანია. მითუმეტეს, კორეული კომპანია უგზოობის ავტომობილების ფართო გამით არ გამოირჩევა და ix25 სწორედ რომ მისწრება იქნება მისი მზარდი ბიზნესისთვის.
უგზოობის ix25, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ i20-ის პლატფორმაზეა ბაზირებული. მისგანვე გაიზიარებს ძრავების გამასაც, რომელშიც ბენზინის 1.2 და 1.4-ლიტრიანი ატმოსფერული, ასევე დიზელის 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავები შედის. რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, ის კონცეპტუალური „ქურბის“ (ფოტოზე) სტილში შესრულდება, რომელიც „ჰიუნდაიმ“ დეტროიტის 2011 წლის მოტორ შოუზე წარადგინა. ამასთან, სერიულ ავტომობილს უფრო წახნაგოვანი ფორმა ექნება.
ახალი ავტომობილი, რომელიც „ჰიუნდაის“ გამაში „ტუსანზე“ დაბლა საფეხურს დაიკავებს, გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ევროპაში ის ix25-ის სახელით შევა, ზოგ ბაზარზე კი, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სახელად ინდექსს არ გამოიყენებენ. არსებობს ვარაუდი, რომ იქ ეს ავტომობილი „ქურბის“ სახელით გაიყიდება.

No comments:

Post a Comment