This is an Autonomous Ford Fusion Research Vehicle
13 დეკემბერი
ეს უცნაური შესახედაობის „ფორდ ფიუჟნ ჰაიბრიდი“
ექსპერიმენტული ავტომობილია, რომელსაც დამოუკიდბლად გადაადგილება შეუძლია.
ცისფერმა ოვალმა ის მიჩიგანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით შეიმუშავა. „ფორდი“ და
მისი პარტნიორები, მართვის ავტომატური საშუალებებზე უკვე ათი წელია, რაც მუშაობენ
და ეს პირველი ავტომობილია, რომელსაც საკუთარი თავის მართვა ავტონომიურ რეჟიმში
შეუძლია.
ავტომატურ კვლევით „ფიუჟნ ჰაიბრიდს“ ამერიკული
კომპანია ახლანდელი და მომავლის სენსორული სისტემების და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიების
გამოსაცდელად იყენებს. თავის მიმწოდებლებთან ერთად, „ფორდი“ იმედოვნებს, რომ
სრულიად ახალ ტექნოლოგიებსაც შეიმუშავებს, რომლებსაც შემდეგი თაობის ავტომობილებზე
გამოიყენებს.
ექსპერიმენტულ ავტომობილზე ის ტექნოლოგიებია
გამოყენებული, რომლებიც სერიულ ავტომობილებზე უკვე გვხვდება. ოღონდ, სერიულებს შორის
ჯერჯერობით არაა სკანირების ოთხი ინფრაწითელი სენსორული მოწყობილობა, რომლებიც ამ მანქანების
სახურავებზეა დამაგრებული. ამ სისტემებს „ფორდში“LiDAR (ლაით დეტექშნ ენდ რანჯინგ)
უწოდეს და მას წამში გზის და გზაზე არსებული მოძრავი და უძრავი სხეულების 2.5
მილიონჯერ სკანირება შეუძლია.
LiDAR-ი შუქს ისევე იყენებს, როგორც ღამურები და დელფინები
ბგერით სიგნალებს იყენებენ. სისტემას 61 მეტრის რადიუსში შეუძლია მოქმედება და
რეალურ დროში, ამ რადიუსში არსებული გარემოს სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა.
„ფორდი“ აცხადებს, რომ სენსორებს შეუძლიათ იმ სიმკვრივის სხეულების დაფიქსირება,
რომლებიც შუქს ირეკლავს. და მნიშვნელობა არ აქვს, ეს სხეულები უძრავია, თუ
მოძრავი. უფრო მეტიც, სენსორები ფეხბურთის მოედნის სიგრძის სიშორეზე, ქაღალდს
ცხოველისგან არჩევს.
ეს
ყველაფერი ძალიან გამოსადეგი იქნება, როცა ავტომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს.
ამერიკულ კომპანიაში სჯერათ, არცთუ ისე შორეულ მომავალში (2025 წლის შემდეგ),
ავტომობილები სრულიად ავტონომიურ რეჟიმში იმოძრავებენ და ერთმანეთთან კონტაქტის
გარდა, გარე სამყაროსთანაც ექნებათ ურთიერთობა.
No comments:
Post a Comment